სადამრიგებლო პროგრამის შედგენა და განხორციელება ჩემთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა და ყოველთვის ფაქიზად ვეპყრობი, ამიტომ სწორად დაგეგმილი პროგრამა მაძლევს საშუალებას ცალკეული ღონისძიება თუ აქტივობა ემსახურებოდეს მოსწავლის პიროვნულ ჩამოყალიბებას, მისი ხედვის პატივისცემას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.
სსიპ ნუგზარ
ჭანტურიას სახელობის ქ. საგარეჯოს N2 საჯარო
სკოლის VII კლასის
დამრიგებლის ნათია მეკოკიშვილის სადამრიგებლო პროგრამა 2018-2019 სასწ. წელი
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა.. დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე, მე ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა
მაქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ყველანაირად შევეცდები ვიყო მოსწავლეთა მრჩეველი და აღმზრდელი. რათა მოსწავლემ გააცნობიეროს საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახისა და მისთვის ნაცნობი სოციალური ჯგუფების წინაშე. იგი უნდა ფლობდეს მატრივ სამომხმარებლო და ჯამრთელობის უსაფრთხოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. იცნობდეს სხვადასხვა სოციალურ გარემოში ქცევის ეთიკურ ნორმებს. მნიშვნელოვანია, რომ მას განუვითარდეს სხვისი მოსმენის უნარი და პატივს სცემდეს განსხვავებულ აზრს, ყოველივე ამ საკითხების გაგებაში და გამოყენებაში მოსწავლეს ოჯახთან ერთად სკოლაც უნდა დაეხმაროს.
მაქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ყველანაირად შევეცდები ვიყო მოსწავლეთა მრჩეველი და აღმზრდელი. რათა მოსწავლემ გააცნობიეროს საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახისა და მისთვის ნაცნობი სოციალური ჯგუფების წინაშე. იგი უნდა ფლობდეს მატრივ სამომხმარებლო და ჯამრთელობის უსაფრთხოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. იცნობდეს სხვადასხვა სოციალურ გარემოში ქცევის ეთიკურ ნორმებს. მნიშვნელოვანია, რომ მას განუვითარდეს სხვისი მოსმენის უნარი და პატივს სცემდეს განსხვავებულ აზრს, ყოველივე ამ საკითხების გაგებაში და გამოყენებაში მოსწავლეს ოჯახთან ერთად სკოლაც უნდა დაეხმაროს.
დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს: ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის
ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება
და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების
გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეთა
ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების
(ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების
მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა
მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
ე) საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში
უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების
მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.
საკმაოდ მნიშვნელოვანია სკოლის და განსაკუთრებით,
კონკრეტული კლასის ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა და მისი აქტიური მოქმედება შვილის
განვითარებისათვის, ამიტომ ჩემს სადამრიგებლო კლასში ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათი მშობლებთან
შეხვედრის, ხოლო ყოველი თვის ბოლო პარასკევი
მოსწავლეებთან შეხვედრის დღეა.
მშობლებთან დადგენილი შეხვედრების საფუძველზე ვეცდები,
ეს დრო მაქსიმალურად ცალკეული მოსწავლის სასარგებლოდ გამოვიყენო. ამ პერიოდში შევძლებ
კონკრეტული საგნის მასწავლებელთან ერთად ვისაუბროთ ყველა არსებულ პრობლემაზე, რომლებიც
მათ უნდა გამოასწორონ და ხელი შეუწყონ ცალკეული საგნის უკეთ ათვისებას.
პირველ შეხვედრაზე მშობლებს დაწვრილებით გავაცნობ
ყველა იმ ცვლილებას, რომელიც , ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული, მოვისმენ
და ჩავინიშნავ მათ აზრს ამ ყოველივეს შესახებ.
სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები
ეტაპობრივად განხორციელდება. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება მინიმუმ ხუთი მშობელთა
კრება. , განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმობა სადამრიგებლო საათის თემატიკას.
სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ
პრინციპებს ეყრდნობა:
> აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური,
ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის
მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
> შემოქმედი, აქტიური პიროვნების
აღზრდა -
ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით
განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების
აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების
გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და
ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი
აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა
მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი
ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ
ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს
შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
> თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან
უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან
დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების
შექმნისკენ;
> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების
დაცვის პრინციპი -
დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და
მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
სადამრიგებლო საათის პროგრამის
მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური
განვითარება -
მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან,
ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების
ჯანსაღი წესი -
პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის
ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს
და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი
ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები,
მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და
სამეცნიერო მიღწევები.
საკუთარი
უფლება-მოვალეობასევე,
ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. აღნიშნული წესების
ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები
დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის
გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება
საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი
ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად,
სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის
თავისებურებებს.
ჩემი
სადამრიგებლო კლასი VI კლასში იმყოფება, ამიტომ ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადამრიგებლო
საათი წიგნიერების კომპეტენციის
გაძლიერებაზე იყოს ორიენტირებული, ამისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი მიმართულებების
განვითარება.
1) ანალიზის უნარის განვითარებით;
2) მსჯელობის უნარის განვითარებით;
3) პრეზენტაციის უნარის
განვითარებით;
4) შემოქმედებითი უნარების
განვითარება;
საორგანიზაციო
საკითხები სასწავლო წლის განმავლობაში:
1.მოსწავლეთა
სიის დაზუსტება
2. სახელმძღვანელოებით
უზრუნველყოფა
3.გაკვეთილების
ცხრილის დაზუსტება და მოსწავლეებისათვის გაცნობა.
4. სკოლის შინაგანაწესის
გაცნობა.
5. საორგანიზაციო
კუთხის შექმნა.
6. აკადემიურ
მოსწრებაზე თვალყურის დევნება.
7. დაკვირვება
მოსწავლეთა ინტერესებზე, მიდრეკილებებზე.
8. მუშაობა მშობლებთან
წლის მანძილზე
9. მუშაობა მოსწავლეებთან.(
ინდივიდუალურად, ჯგუფურად, კლასთან ერთად)
I სემესტრის
განმავლობაში ჩასატარებელი ღონისძიებების განრიგი
მშობლებთან შეხვედრა
|
დრო
|
მშობელთა კრება
|
დრო
|
სადამრიგებლო საათი
(საუბრები)
|
დრო
|
კლასგარეშე ღონისძიება
|
დრო
|
ადგილი
|
ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათი
|
27.09
25.010
29.011
27.012
|
I კრება
II კრება
|
27.09
27.012
|
თემა:
განათლება
|
28.09
|
სტუმრად რაიონის მუზეუმში
|
ნოემბერი
|
ქ. საგარეჯო
|
თემა:
ვინ ვარ მე
|
26.010
|
|||||||
თემა:
ჩემი „ ნეტა“
|
30.011
|
|||||||
თემა:
ტოლერანტობა
|
14.012
|
|||||||
საკლასო ღონისძიება:
ახალი წლის ტრადიციები.
|
24.012
|
II სემესტრის
განმავლობაში ჩასატარებელი ღონისძიებების განრიგი
მშობლებთან შეხვედრა
|
დრო
|
მშობელთა კრება
|
დრო
|
სადამრიგებლო საათი
(საუბრები) თემა:
|
დრო
|
კლასგარეშე ღონისძიება
|
დრო
|
ადგილი
|
ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათი
|
31.01
28 .02
28 .03
25.04
30. 05
|
III
კრება
IV კრება
V კრება
|
17 .02
24. 04
29. 05
|
წმინდანების ცხოვრება
|
25. 01
|
ექსკურსია
|
ივნისი
|
ქართლი
|
ვიცნობ თუ არა ჩემ მეგობრებს.
|
22 . 02
|
|||||||
რა არის პატრიოტიზმი
|
29. 03
|
|||||||
რას ნიშნავს კარგი ადამიანობა
|
26 . 04
|
|||||||
როგორ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით
|
31. 05
|
|||||||
ვარ თუ არა წარმატებული
|
7 . 06
|
კლასის დამრიგებელი : ნათია მეკოკიშვილი
17.
09. 2018 წელი
No comments:
Post a Comment