იხ ბმული http://mastsavlebeli.ge/?p=20904&fbclid=IwAR1LgjzlmMBTUV0umLpK2W85n4Ro1kKmg0-26TOTI7sY0Hxu2ZMPbxkXvBw
ჯვარედინი დისკუსია ეფექტური მეთოდი
20 მარტი, 2019 ნათია მეკოკიშვილი a- A+
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი ხალისიანი და ეფექტური გავხადოთ, საჭიროა მასწავლებელმა გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი თუ სტრატეგია, თუმცა ყოველი მათგანი უმჯობესია გათვლილი იყოს მაღალ სააზროვნო უნარებზე, დისკუსია, როგორც საგანმანათლებლო ტექნოლოგია აუცილებელია, როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ისე, დიალოგის, შეხედულებათა შეჯერების, საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომის ჩვევების გამოსამუშავებლად. რაც შეეხება ისტორიას, როგორც საგანს და მისი სწავლების თავისებურ მიმართულებებს, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სხვადასხვა საფეხურზე მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს შემდეგი სააზროვნო უნარები: ისტორიული მოვლენების მიზეზების ახსნა და მისი შედეგების გაანალიზება, ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით დანახვა, ისტორიული მასალის შედარება – ანალიზი, ისტორიულ თემაზე გამართულ დებატებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობა. თავად დისკუსია კი ის მეთოდია, რომელიც ისტორიის მასწავლებელმა შეიძლება საკმაოდ ხშირად გამოიყენოს, რადგან ისტორიის გაკვეთილებისათვის მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. დისკუსიის წარმართვა ისტორიის გააზრების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. იგი ეხმარება ისტორიის მასწავლებელს საგნის სტანდარტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში. დისკუსია ერთ-ერთი თანამედროვე მიდგომაა ისტორიის სწავლების, რომელიც ორიენტირებულია არა ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრებაზე, არამედ ისტორიული პროცესიის გაანალიზებასა და შეფასებაზე.
სიტყვა დისკუსია უმრავლეს შემთხვევაში აზრთა ჭიდილში გამობრძმედილ ადამიანთა თავყრილობასთან ასოცირდება. დისკუსიის, როგორც მეთოდის, გამოყენება სწავლა სწავლების პროცესში იშვიათად ხერხდება, თუმცა იგი მოქალაქეობრივი აქტივობის ზრდისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. იმისათვის, რომ დისკუსიის წარმართვამ დადებითი შედეგი გამოიღოს მასწავლებელმა ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნას, რომელიც მონაწილეებს აზრისა და შეხედულების თავისუფლად გამოთქმას გაუადვილებს, მოსწავლე ადვილად ჩამოაყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, მას შიში არ გაუჩნდება განსხვავებული აზრის დაფიქსირების, დაცინვის და უგულებელყოფის. მოსწავლე შეძლებს, თავად განსაზღვროს სადისკუსიო თემა ინტერესიდან გამომდინარე, სწავლების თანამედროვე პირობები მოითხოვს კარგად იქნას გააზრებული მისი მნიშვნელობა.
ეფექტური დისკუსიის წარმართვისათვის არსებობს სხვასხვა ფორმის დისკუსიის მეთოდები. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებ ჯვარედინი დისკუსიის მეთოდზე და მისი გამოყენების ეფექტურ მნიშვნელობაზე ისტორიის სწავლების პროცესში, რომელმაც მერვე კლასში გაკვეთილი შედეგზე ორიენტირებული გახადა. მოგეხსენებათ, ისტორიის სახელმძღვანელოები დატვირთულია უამრავი ფაქტისა თუ თარიღის დასახელებით, რომლებიც ნაკლებად უწყობს ხელს მოსწავლეში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. დისკუსია კი ცოცხალი და სახალისო პროცესია. იგი ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიაზროს შესასწავლი საკითხი, ჩამოაყალიბოს განსხვავებული მოსაზრებები, იმსჯელოს ყველა შესაძლო ვარიანტზე, ახლებურად გაიაზროს მასალა, მას უვითარდება კამათის და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი. დისკუსიამდე, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით შევისწავლეთ ეპოქა, გავაანალიზეთ სახელმძღვანელოში მოცემული წყაროები, რათა მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდათ განსახილველი საკითხის მნიშვნელოვან დეტალებზე, მასალის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებმა თავად განსაზღვრეს სადისკუსიო თემა სათაურით – ბენიტო მუსოლინი რეფორმატორი თუ ერთპიროვნული მმართველი.
თემა: მუსოლინის მმართველობა იტალიაში.
საფეხური /კლასი: საბაზო, 8 კლასი .
გაკვეთილის მიზანი: ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, ფაქტების ისტორიული ინტერპრეტაცია, მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება, თანამშრომლობა, საკითხის კრიტიკული შეფასების უნარის გამოვლენა.
მეთოდი: ჯვარედინი დისკუსია.
ესგ-თი მისაღწევი შედეგები:
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია, დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.
ისტ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.
რესურსები: მასწავლებლის მიერ შექმნილი სლაიდშოუ, ფორმატის ფურცლები, ფლომასტერი ან მარკერი, წერილობითი და ინტერნეტრესურსები (პლაკატები, კარიკატურები, პირველადი და მეორადი წყაროები).
მეთოდი /სტრატეგია: ჯვარედინი დისკუსია.
შეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელი, დისკუსიისა და პრეზენტაციის შეფასების ცხრილები.
დრო: 45 წთ.
დისკუსიის წარმართვა პირველი ეტაპი: სადისკუსიო თემის განსაზღვრის შემდეგ, მოსწავლეები წყვილდებიან, წყვილს ევალება, შეადგინოს, ე.წ. სადისკუსიო ცხრილი. ერთი მოსწავლე მოიფიქრებს, განსახილველი საკითხის 3 დადებით არგუმენტს ჩამოწერს და გაუზიარებს მეწყვილეს თეზისის დამადასტურებელ არგუმენტს, მეორე კი – უარმყოფელს. წყვილი მუშაობს 6-7 წუთის განმავლობაში, ამ დროისათვის თითოეული მოსწავლე ამზადებს სამ დადებით და სამ უარმყოფელ არგუმენტს, რომლებსაც სამუშაო ფორმატზე ათავსებენ. ფორმატი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთ ნაწილში თავსდება დადებითი არგუმენტები, მეორეში – უარმყოფელი არგუმენტები. როდესაც წყვილი ფურცელს შეავსებს უერთდება სხვა წყვილს საკუთარი ვერსიების გაზიარების მიზნით. მეორე ეტაპი: მეორე ეტაპზე, ნააზრევს ახლა უკვე ოთხეული განიხილავს კვლავ 6-7 წუთში. ოთხეული გარკვეულ დასკვნამდე მიდის, ისინი ჯერდებიან და ცალკე ფურცელზე უკვე მათთვის დამაჯერებელ ვერსიას ათავსებენ აუდიტორიის წინაშე წარსადგენად. მესამე ეტაპი: პრეზენტაცია და ვერსიების გაზიარება მსჯელობისა და არგუმენტირების ფონზე, საუკეთესო ვერსიებს მოსწავლეები დაფაზე ჩამოწერენ და ჯერდებიან ცალკეული მათგანის დადებით მხარეზე. მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან სწორი ვერსიისკენ თუმცა ცალკეული მათგანის დამოუკიდებელ მოსაზრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დისკუსიის მსვლელობის დროს მასწავლებელი თვალს ადევნებს მოსწავლეთა ნამუშევრების სისწორეს და ინიშნავს ცალკეული ჯგუფის მუშაობის ეტაპს. დისკუსიის წარმართვა ხშირად კამათთანაც ასოცირდება. იმისათვის, რომ მეთოდმა სრულფასოვანი და ეფექტური სახე მიიღოს, უმჯობესია დისკუსია წარიმართოს ორი ბარათის სტრატეგიის თანხლებით. მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ ურიგებს ორ ბარათს, სადაც წერია კითხვა ან მოსაზრება, მოსწავლეს ორჯერ ეძლევა საშუალება დააფიქსიროს ან შეკითხვა ან მოსაზრება. ამგვარი სტრატეგია, მეთოდის წარმართვას უფრო სრულფასოვანს და ეფექტურს ხდის, დაცულია დროის ლიმიტიც. მოსწავლეს ამგვარი ბარათის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ ორჯერ ეძლევა საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად. აღნიშნული სტრატეგია აადვილებს მოსწავლეთა ჩართულობის პრინციპს, იცავს დისკუსიის წარმართვის თანმიმდევრობას და სასწავლო პროცესი ცალკეული მოსწავლის შესაძლებლობის გამოვლენაზეა ორიენტირებული. ჯვარედინი დისკუსია არის მეთოდი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად იაზროვნოს, გამოიყენოს უკვე ნასწავლი მასალა და ააგოს სხვა ცოდნა, გამოიყენოს ტრანსფერული უნარები. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეების შეფასება მოხდა დისკუსიის შეფასების ცხრილით. შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე იმას, რამდენად სწორად განსაზღვრავდნენ მოსწავლეები სადისკუსიო თემას, სცემდნენ თუ არა პატივს სხვების მოსაზრებას, საუბრის დროს რამდენად მკაფიოდ და ნათლად აყალიბებდნენ მოსაზრებებს. რამდენად არგუმენტირებულად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს და როგორ უკავშირებდნენ საკუთარ მოსაზრებას ფაქტობრივ მასალას. რამდენად კრიტიკულად აფასებდნენ ფაქტებსა და მოვლენებს. ისტორიის გაკვეთილი ერთ-ერთი საგანია, რომელიც ძირეულად ერგება ასეთ მიდგომებს, მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება. მოსწავლე თავად ახდენს საკუთარი ნააზრევის შეფასებას, რაც მასწავლებელს ლოგიკური დასკვნის შესაძლებლობას აძლევს.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეროვნული სასწავლო გეგმა ( 2011– 2016) მოქმედი რედაქცია.
2. ლობჟანიძე ს. მ. ფირჩხაძე, მ. რატიანი,ნ. ლომიძე, ნ. ჭიაბრიშვილი, რ. თედორაძე, მასწავლებლის წიგნი, ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 წელი.
3. ფირჩხაძე მ. კრიტიკული აზროვნების განვითარების ზოგიერთი ტექნოლოგია და სტრატეგია, 2 აგვისტო, 2013 წელი ინტერნეტგაზეთი მასწავლებელი http://mastsavlebeli.ge/?p=2304 ( 2018 წ 16 დეკემბერი).
4. ჯანაშია ს. მ. რატიანი, თ. ბერძენიშვილი, შ. საძაგლიშვილი, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, თბილისი 2007წ.
ჩემს პრაქტიკაში განხორციელებული საინტერტესო მეთოდებიდან მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი მნიშვნელვანი და საინტერესო მეთოდი, რომელმაც საგაკვეთილო პროცესი შედეგზე ორიენტირებული გახადა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია საგაკვეთილო პრეოცესში ჩავრთატ მთელი კლასი აქტიურად. ამ მეთოდს კუბის მეთოდი ჰქვია. იხ. სტატია.
http://mastsavlebeli.ge/?p=21610&fbclid=IwAR0g3Dsc0UbSk7R2dpMMbtnBmJ4JOAM2rtlUUYOhZ7TLW2pbZQzt-8-AhkI

როგორ ვააზროვნოთ მოსწავლეები კუბის მეთოდის დახმარებით.
ისტორია არის ის საგანი , რომელიც მოსწავლეებს
აინტერესებთ, თუმცა მათთან ყველა საკითხი გაანალიზებული
და ადვილად აღქმადი უნდა გავხადოთ, რათა არ შენელდეს მოტივაცია. მაგრამ ხშირად ეს ასე არ არის. სწავლის პროცესის
ხალისიან წარმართვაში ხელს გვიშლის არაეფექტური
სახელმძღვანელოები, სადაც ნებისმიერი საკითხი ან მწირი ან კიდევ ფაქტობრივი მასალის
სიუხვეზეა გათვლილი, ამიტომ მასწავლებლებს ხშირად გვიწევს სხვადასხვა მეთოდისა თუ სტრატეგიის
გამოყენებით, საინტერესო და ეფექტური გაკვეთილების
დაგეგმვა.
დღეს მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი წარმატებული
გაკვეთილი საინტერესო მეთოდის გამოყენებით, ამ მეთოდს „ კუბის მეთოდი“ ჰქვია. „კუბის მეთოდი“ გათვლილია იმ მოსწავლეებისათვის რომელთაც ძალიან
მოსწონთ კეთებით სწავლა. იგი ითვლება კონსტრუქციულ
პედაგოგიკად , რომელიც ქმნის ნიადაგს პასიური სასწავლო პროცესის აქტიურ სასწავლო პროცესად
გარდაქმნისათვის და ფოკუსირებულია ისეთი მაღალი
სააზრონვო უნარების განვითარებაზე , როგორიცაა ანალიზი , სინთეზი და შეფასება. თუ კუბის
მეთოდს ბლუმის ტაქსონომიის ჭრილში განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეები
დაბალი აზროვნების დონიდან შესაბამისი აქტივობების განხორციელების შემდეგ იძენენ მაღალ
სააზროვნო უნარებს.
რაც შეეხება ტერმინს – „კუბის მეთოდი“ შემდეგში მდგომარეობს, მასწავლებელი
იყენებს კუბის ფორმის კუბიკებს, რომელიც შეიძლება ნებისმიერი კუბის ფორმის ყუთიდან
დამზადდეს, ( კუბის ზომა უნდა იტევდეს თაბახის ფურცელს
) მისი ექვსი გვერდი კი საინტერესო დავალებებისათვისაა
განკუთვნილი. მასწავლებელი მოსწავლეებს ჯგუფებში ურიგებს ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით
შედგენილ კითხვებს. იგი წარმოადგენს სხვადასხვა სააზროვნო უნარების კლასიფიკაციას, ბლუმის მიხედვით
აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება,
გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. მასწავლებლის
მიერ სწორად დასმული შეკითხვები, რომელიც ბლუმის ტაქსონომიის
ცალკეული დონის შესაფერისია იწვევს მოსწავლეებში აზროვნების სწავლას. კონკრეტული კითხვები კი კონკრეტულ აქტივობებთანაა
დაკავშირებული, ცალკეული სწორად დაგეგმილი აქტივობა მოსწავლეს მოტივირებულს
ხდის და იგი იწყებს აზროვნებას იმაზე რაც ყველაზე მეტად მისაღებია მისთვის. ბლუმის
ტაქსონომიის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ მასწავლებელი
უნდა იყოს ექსპერტი შეკითხვების დასმისას, კითხვები
უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ მოსწავლეებს თავადაც დაებადოთ კითხვები და ბოლომდე ჩაეძიონ საკითხებს. ცალკეულ
მეთოდს თუ აზროვნების
საფეხურს დიდი სიფრთხილე სჭირდება განსაკუთრებით, მაშინ, თუ გვინდა რაიმე სასიკეთოთ შევცვალოთ და არა მივიღოთ
ის შედეგი, რომელსაც თვალს ვარიდებთ.
გთავაზობთ ჩემი პრაქტიკიდან მაგალითს, რომელიც კუბის
მეთოდის გამოყენებით დავგეგმე თემის – წინა
აზიის რეგიონის გავლის შემდეგ , აღნიშნული მეთოდი არის ეფექტური საშუალება შემაჯამებელი
სამუშაოს შესასრულებლად.
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო,
VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 18
გაკვეთილის თემა: წინა აზიის რეგიონი
( ხეთები, ფინიკია, ისრაელი)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა
შეძლოს:
·
დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს
სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
- განსაზღვროს
პიროვნების როლის მნიშვნელობა ქვეყნის ისტორიაში.
- მოახდინოს ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
- შეძლოს თვალსაჩინოებების გამოყენება და მისი
მნიშვნელობის განსაზღვრა.
·
მოახდინოს ვიზუალური მასალის აღქმა, საკუთარი დასკვნების
გაკეთება, კრიტიკული ანალიზი
·
თანამშრომლობა.
·
სივრცეში ორიენტირება.
·
წინარე ცოდნის გააქტიურება.
·
ტრანსფერული უნარების გამოვლენა.
·
ცხრილებზე მუშაობის უნარ –ჩვევის გამოვლენა.
მუშაობის ფორმა : ჯგუფური
რესურსები: ფერადი თაბახის ფურცლები , კუბის ფორმის კუბიკები,
მარკერი, წებო მაკრატელი, ინტერნეტ რესურსები ვიზუალური მასალის სახით მოცემული.
დრო: 45 წუთი
შეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელი
შეფასება, ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის შეფასების ცხრილები.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა
ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და
გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
ისტ.VII.3. მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული
სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
ისტ. VII 4. მოსწავლეს
შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
მეთოდი : კუბის მეთოდი
თემის შეჯამების და გაანალიზების მიზნით კლასს შევთავაზე ჯგუფური მუშაობის ფორმა კუბის მეთოდის გამოყენებით.
კლასი წინასწარ დაყოფილია თანაბარი რაოდენობის
მოსწავლისაგან შემდგარ 3 ჯგუფად, ჯგუფებში დავარიგე ბარათზე წინასწარ გამზადებული დავალებები, თითო
ჯგუფს ეძლევა ექვსი ტიპის დავალება სხვადასხვა სააზროვნო უნარზე გათვლილი, რომელიც
ეფუძვნება ბლუმის ტაქსონომიას. დავალებები ფერად ბარათებზეა განთავსებული, მოსწავლეს
ევალება იმაფე ფერის ფურცელზე დაწეროს პასუხი და ისე განათავსოს კუბის გვერდზე. ამგვარი
ქმედება მასწავლებელს საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს მოსწავლის მიერ გაანალიზებულ
პასუხს, რაც სწორი შეფასების საწინდარია. აგრეთვე ნამუშეფარი ვიზუალურად ეფექტურად
გამოიყურება. ჯგუფში მოსწავლეები ინაწილებენ დავალებას და იწყებენ
მუშაობას. იყენებენ სახელმძღვანელოს მასალას
და მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ფლობენ ინტერნეტში მუშაობის უნარ –ჩვევას,
საკუთარ მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებენ . თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. ჯგუფები
სვავენ ერთმანეთის მისამართით შეკითხვებს და აანალიზებენ საკითხს სიღრმისეულად. დავალებები შემდეგნაირად გამოიყურება:
I ჯგუფი ( ხეთების სამეფო)
1.
ჩამოთვალე
რა მიღწევების გამო დაიმკვიდრეს ხეთებმა ადგილი ისტორიაში.
2.
რა საქმიანობას მისდევდნენ ხეთები, ახსენი რატომ?
3.
მოიყვანეთ არგუმენტები რა იყო ხეთების სამეფოს მართვის თავისებურება?
4.
გაანალიზე რატომ იყო საბეჭდავებზე გამოსახული რელიგიური
და არა ყოფითი სცენები?
5.
შეადარე ერთმანეთს ხეთური და სვანური სახლები. იმსჯელე
მათ შორის მსგავსება განსხვავებაზე.
6.
შეაფასე პირველი სახმელეთო იმპერიის მიღწევები და ადგილი
ისტორიაში.
II ჯგუფი ( ფინიკია)
1.
ჩამოთვალე ფინიკიური ქალაქ სახელმწიფოები.
2.
აღნიშნე კონტურულ რუკაზე ფინიკიის ქალაქ– სახელმწიფოები
3.
დაახასიათე ფინიკიის საზოგადოებრივი წყობა.
4.
ახსენი რა მიზანს ისახავდა ფინიკია როცა ხმერლთაშუა
ზღვისპირეთში აარსებდა ქალაქ– სახელმწიფოებს.
5.
მოიყვანე არგუმენტები რამდენად სწორი იყო ფინიკიის
მმართველების მიერ გატარებული ღონისძიებები სხვა ხალხების მიმართ?
6.
შეაფასე ფინიკიური ქალაქ სახელმწიფოების პოლიტიკური ნაბიჯები სხვადასხვა სფეროში.
III ჯგუფი ( ისრაელი)
1.
ჩამოთვალეთ ისრაელის სახელმწიფოს დაარსების წინაპირობები.
2.
დაახასიათე ისრაელის გეოგრაფიული მდებარეობა და შეავსე
კონტურული რუკა.
3.
ახსენი რა მიზანს ისახავდნენ ერთიანი სახელმწიფოს დაშლის
შემდეგ შექმნილი ებრაული სამეფოები და მათი დედაქალაქები.
4.
მოიყვანეთ არგუმენტები ისრაელის სახელმწიფოამ რა როლი
შეასრულა მთელი მსოფლიოს გაერთიანების საქმეში?
5.
შეაფასე ებრაელთა
სახელმწიფოს და მათი მმართველების ნაბიჯები
მსოფლიო კეთილდღეობის საქმეში.
6.
გაანალიზე რატომ ასწავლიდნენ ებრაელები მომავალ ვაჭრებს
დიპლომატიასა და თავდაცვით ხელოვნებას.
ამგვარი მეთოდის გამოყენებით
საგაკვეთილო პროცესი არის შედეგზე ორიენტირებული
და ხალისიანი. ჯგუფური მუშაობის ფორმა კი მორგებულია მოსწავლის მაქსიმალურ ჩართვაზე
საგაკვეთილო პროცესში. მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ქმნიან რესურსს , რომელიც
ცაკლეული ქვეყნის ისტორიას განასახიერებს
. მასწავლებელი პრეზენტაციის შემდეგ ახდენს არასწორი წარმოდგენების რევიზიას , მასწავლებელსა
და მოსწავლეს შორის დამყარებულია მუდმივი უკუკავშირი, ხდება სხვადასხვა პედაგოგიური
სტრატეგიების ეფექტური გამოყენება. მეთოდი აქტუალური და წარმატებულია ყველა შესაძლებლობის
მოსწავლისათვის. რაც პირდაპირ კავშირშია ეროვნული
სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნებთან.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
ეროვნული სასწავლო გეგმა( 2011– 2016) მოქმედი რედაქცია
2.
მეძმარიაშვილი ე.მ. პაპაშვილი, რ. დაუშვილი, თ. პაპასქირი, ლ. გიორგობიანი
ისტორია 7 კლასი, გამომცემლობა „ კლიო“ 2018
- ჯანაშია
ნ. ნ. იმედაძე, ს. გორგოძე, გავნითარებისა და სწავლების თეორიები, დამხმარე
სახელმძღვანელო, მასწავლებელთა
პროფესიული გავითარების ეროვნული ცენტრი, 2011
წელი.
- ჯანაშია
ს. მ. რატიანი, თ. ბერძენიშვილი,
შ. საძაგლიშვილი, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური
სახელმძღვანელო, თბილისი 2007 წელი.
5.
გორგოძე ს. მ. ბოჭორიშვილი, ნ. ჭიაბრიშვილი , ქ. ჭიაბრიშვილი,
გ. გახელაძე „ ვისწავლოთ და ვასწავლოთ
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი
2010 წელი.
სსიპ ნუგზარ ჭანტურიას
სახელობის ქალაქ საგარეჯოს N 2 საჯარო სკოლა
ისტორიის წამყვანი მასწავლებელი: ნათია მეკოკიშვილი.
15.04 . 2019 წელი
No comments:
Post a Comment