კვლევა წარმოადგენს ყველა პედაგოგისათვის განსაკუთრებულ სიახლეს, რომელიც ღრმა ფიქრს და ანალიტიკურ აზროვნებას მოითხოვს. მასწავლებლებს ხშირად უფრო მეტი სამუშაოს შესრულება გვიხდება საგაკვეთილო პროცესში, ვიდრე ამას ვწერთ ან ვაფორმებთ. ჩვენი სასკოლო ცხოვრება მუდმივად სიახლეებით და დაკვირვებებით არის სავსე. ჩვენი აღმოჩენების ერთ სისტემაში თავმოყრა კი მნიშვნელოვანი და გზის გამკვალავია ნებისმიერი კოლეგისათვის, რადგან სწორედ თანამშრომლობითი კულტურის განვითარებაზეა დამოკიდებული, როგორც მოსწავლეებში სწავლა–სწავლების ხარისხის ამაღლება, ისე შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შექმნა და განვითარება. სწორედ სასკოლო საჭიროების კვლევამ მომცა შესაძლებლობა სწორად დამენახა ყველა ის პრობლემა , რომელიც აფერხებს სასკოლო ცხოვრებას. კვლევა დადებითად შეფასდა.იხ. ლინკი
https://drive.google.com/file/d/1i6XqfRArI6U1fk8v-GIjL7-DPc9nwA-n/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1i6XqfRArI6U1fk8v-GIjL7-DPc9nwA-n/view?usp=sharing
No comments:
Post a Comment