პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს სამოდელო გაკვეთილების ტიპებს და ჩატარების თავისებურებებს. სამოდელო გაკვეთილი წარმოადგენს იმ აქტივობას სადაც მოსწავლე განსაკუთრებული ფორმით და მონდომებით ერთვება განსაკუთრებული ფორმის აქტივობებში. სამოდელო გაკვეთილის ტიპებს განეკუთვნება, ინტეგრირებული , პრობლემაზე ორიენტირებული, გამჭოლი კომპეტენციებზე ორიენტირებული და ინოვაციური გაკვეთილები.
გაკვეთილის გეგმა N 1
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:
ნათია მეკოკიშვილი პირ:
36001003297
საგანი:
ჩვენი საქართველო
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი, VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
25 , ერთი სსსმ მოსწავლეა (კლასში იმყოფება სსსმ საჭიროების მქონე
მოსწავლე. იგი ფლობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა
მოთხოვნას, მას არ ესაჭიროება ინდივიდუალური გეგმა ჩვენ საქართველოში, (მოსწავლეს აქვს შაქრიანი დიაბეტი) სძლევს საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
გაკვეთილის ფორმა – გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული,
მიმართულება მედიაწიგნიერება
გაკვეთილის თემა: ქართული დამწერლობის წარმოშობა– ( ჩვენი საქართველო VI კლასი , მეორე ნაწილი გამომცემლობა „ კლიო“).
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
ისტორიული
ფაქტების და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა.
·
წინარე ცოდნის გააქტიურება.
·
ქართული
სახელმწიფოებრიობისა და ანბანის შექმნის შესახებ
მსჯელობა და ანალიზი. მითებისა და ლეგენდების მიხედვით ინფორმაციის შეჯამება ანალიზი.
·
ვიზუალური
მასალის აღქმა და ანალიზი.
·
თანამშრომლობითი უნარის
გამოვლენა.
·
ფაქტებისა და მოვლენების
კრიტიკული შეფასების უნარის გამოვლენა.
·
სქემებზე და ცხრილებზე მუშაობის უნარ– ჩვევის გამოვლენა.
მედიაწიგნიერების მიზნები:
მოსწავლემ უნდა შეძლოს :
·
მედიაში გავრცელებული ტექსტების აღქმა,
გააზრება, ინტერპრეტაცია.
·
ინფორმაციის გაფილტვრა და სწორი არჩევანის გაკეთება, მიღებული
ინფორმაციის კრიტიკუალად შეფასება.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
45 წთ.
|
1
|
მისალმება საორგანიზაციო საკითხის მოწესრიგება, აგრეთვე
გაკვეთილის თემის, მიზნის და ესგ –თი გათვალისწინებული
მისაღწევი შედეგების გაცნობა.
მასწავლებელი მოკლედ
და გასაგები ენით გააცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და მისაღწევ შედეგს. აგრეთვე დაგეგმილ აქტივობებს და იმ შეფასების ფორმებს,
რომლითაც შეფასდებიან დაგეგმილი აქტივობების შესრულების საფუძველზე,
|
ახსნა– განმარტება
|
მთელი კლასი
|
ფლიტჩატზე განთავსებული
და დაფაზე გაკრული მიზნებისა და შედეგების ჩამონათვალი, აგრეთვე შეფასების ცხრილები,
რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს მთელი საგაკვეთილო პერიოდის განმავლობაში თვალი
ადევნოს დასახული მიზნის და მიღწეული შედეგების
თანხვედრას.
|
2 წთ.
|
2
|
გამოწვევა.
აქტივობის მიზანი:
წინარე ცოდნის
გააქტიურება .
აქტივობა:
მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცეში ჩართვისა და გააქტიურების
მიზნით, მასწავლებელი კლასს მიმართავს შემდეგი შეკითხვით;
რას ნიშნავს თქვენთვის ქართული დამწერლობა? მასწავლებელი მოსწავლეთა პასუხებს
დაფაზე განთავსებულ ასოციაციურ რუკაში ათავსებს
და აკეთებს შესაბამის კომენტარს, გამოყოფს მნიშვნელოვან ვერსიებს და კლასის
დახმარებით აანალიზებს შედეგს.
|
ასოციაციური რუკის
შევსება.
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური
|
მასწავლებლის მიერ მომზადებული ასოციაციური რუკა, რომელიც
დაფაზეა განთავსებული.
იგი ეხმარება მოსწავლეს
ადვილად აღიქვას ვიზუალურად მასალა, მოახდინოს წინარე ცოდნის გააქტიურება. გამოავლინოს ტრანსფერული უნარები.
|
2 წთ.
|
3
|
სიღრმისეული
წვდომა
აქტივობის მიზანი:
ისტორიული ფაქტების
და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა.
ქართული სახელმწიფოებრიობისა
და ანბანის შექმნის შესახებ მსჯელობა და
ანალიზი.
ვიზუალური მასალის
აღქმა და ანალიზი.
ესგ შედეგები:
საზ.მეც.დაწყ.(II).1. ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიურ
ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე სოციალურ-კულტურულ გარემოსა
და ისტორიულ მემკვიდრეობასთან;
აქტივობა:
იმისათვის რომ
მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილზე დასახული მიზნების სრულად
განხორციელება და შესასწავლი თემების სიღრმისეული გააზრება, მასწავლებელი მათ წარუდგენს
ვიზუალურ მასალას, მასალა ეხება ძველ ქართულ
წარწერებს, როგორიც არის ბოლნისის სიონის წარწერა, პალესტინის ქართული წარწერა, ნეკრესის,
და გრაკლიანის უძველესი წარწერები. მოსწავლეები ვიზუალური მასალის გამოყენებით საუბრობენ
უძველესი წარწერების შესახებ და აანალიზებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ მასალას.
კითხვების საშუალებით
მასწავლებელი ახდენს მასალის სიღრმისეულ წვდომას და ინფორმაციის გააზრებას.
შეკითხვები:
რომელ წარწერებს ხედავთ სლაიდზე?
რომელი საუკუნით თარიღდება მოცემული წარწერები? საიდან ვლინდება მათი სიძველე?
რა იცით ამ წარწერების შესახებ?
ბოლნისი რომელ ისტორიულ ეთნოგრაფიულ მხარეში მდებარეობს?
თქვენი აზრით რაზე მეტყველებს ქართული დამწერლობის ნიმუშების სხვადასხვა ადგილზე
აღმოჩენა?
რომელი წარწერაა თქვენი აზრით უძველესი? რა ვერსიით გაამყარებთ
ვარაუდს?
გაიხსენე რა როლს თამაშობს არქეოლოგია საქართველოს წარსულის
შესწავლაში და რამდენად ამომწურავია ინფორმაცია ქართული დამწერლობის შესახებ?
შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა დამწერლობის ნიმუშები ,
გაანალიზეთ რა საერთოს ხედავთ მათ შესახებ?
მოსწავლეების პასუხებს მასწავლებელი აჯამებს და აკეთებს
კომენტარს.
|
ვიზუალური მასალის
აღქმა და ანალიზი.
კითხვა – პასუხის
რეჟიმი.
|
ინდივიდუალური
მთელი კლასი
|
ფოტომასალა, სლაიდ შოუს სახით წარმოდგენილი პროექტორზე
გაშუქებული. იხ. ლინკი https://drive.google.com/file/d/1hhEF_tQzBDjZh1rbLGTf-f8lB31wBb_I/view?usp=sharing
არსებული რესურსი
ხელს უწყობს მოსწავლეში , როგორც ვიზუალური მასალიდან ინფორმაციის აღქმას ისე მსჯელობისა
და ანალიზის უნარის განვითარებას, ფაქტებისა და მოვლენების ისტორიულ ინტერპრეტაციას.
მოსწავლეები მსჯელობენ შესასწავლი თემის მნიშვნელოვან საკითხებზე.
|
7 წთ.
|
4
|
სიღრმისეული
წვდომა.
აქტივობის მიზანი:
ქართული სახელმწიფოებრიობისა
და ანბანის შექმნის შესახებ მსჯელობა და
ანალიზი. მითებისა და ლეგენდების მიხედვით ინფორმაციის შეჯამება ანალიზი.
ვიზუალური მასალის
აღქმა და ანალიზი.
მედეა სამყაროში ორიენტირება.
ინფორმაციის გაფილტვრა და სწორი არჩევანის გაკეთება, მიღებული
ინფორმაციის კრიტიკუალად შეფასება.
ესგ შედეგები
საზ.მეც.დაწყ.(II).1. ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიურ
ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე სოციალურ-კულტურულ გარემოსა
და ისტორიულ მემკვიდრეობასთან;
აქტივობა:
იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს მასალის სიღრმისეული წვდომა
და ანალიზი, აგრეთვე გამოავლინოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის აღქმისა და კრიტიკული შეფასების უნარი მასწავლებელი სთავაზობთ
გადაცემა კვირიაკედან მოკლე ჩანართს (1– 6 წთ) სადაც მეცნიერი რამაზ პატარიძე საუბრობს
ქართული დამწერლობის ისტორიაზე და მოჰყავს მნიშვნელოვანი ფაქტები მისი სიძველის შესახებ.
მასწავლებელი აპაუზებს ფილმს და კითხვების საშუალებით ისმენს მოსწავლეთა პასუხებს
. მოსწავლეები პასუხებს ცხრილში ათავსებენ. ცხრილი იხ დანართი N 1
შეკითხვები:
1.
რომელ ისტორიულ წყაროებს
ასახელებს მთხრობელი ინფორმაციის გასამყარებლად?
2.
რომელ ისტორიულ მოღვაწეებზეა
საუბარი ფილმში?
3.
ქართული დამწერლობის
შექმნის სავარაუდო პერიოდად რა დროა განსაზღვრული?
4.
რამდენად სანდოა
მოცემული ინფრმაცია?
5.
საიდან ადგენთ ინფორმაციის
სანდობას?
6.
თქვენი აზრით მოცემული
ინფორმაციის საფუძველზე თქვენი აზრით ქართული დამწერლობა დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა
თუ რომელიმე ანბანის გავლენის საფუძველზე?
7.
რა სიმბოლოებს ინახავს
ქართული ანბანი?
|
მედეა რესურსის
აღქმა და ანალიზი, ცხრილებზე მუშაობა
|
ინდივიდუალური მუშაობა
|
ვიდეო ჩანართი– გადაცემა კვირიაკე,
მასწავლებლის მიერ შემუშავებული სამუშაო ფურცელი ცხრილის
სახით წარმოდგენილი .
მოცემული
რესურსი ეხმარება მოსწავლეს ისტორიული ფაქტები და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში
წარმოადგინოს გამოყოს ძირითად საკითხები
და მოახდინოს ტრანსფერული უნარების გამოვლენა. მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის
გაფილტვრა და კრიტიკული შეფასება.
|
ფილმის ჩვენება 6 წთ ( 1– 6 წთ),
ცხრილზე მუშაობა 4 წთ. სულ 10 წთ.
|
5
|
სიღრმისეული
წვდომა
აქტივობის მიზანი:
ქართული სახელმწიფოებრიობისა
და ანბანის შექმნის შესახებ მსჯელობა და
ანალიზი.
მითებისა და
ლეგენდების მიხედვით ინფორმაციის შეჯამება ანალიზი.
მედიაში გავრცელებული ტექსტების აღქმა,
გააზრება, ინტერპრეტაცია.
ინფორმაციის გაფილტვრა და სწორი არჩევანის გაკეთება, მიღებული
ინფორმაციის კრიტიკუალად შეფასება.
საზ.მეც.დაწყ.(II).1. ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიურ
ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე სოციალურ-კულტურულ გარემოსა
და ისტორიულ მემკვიდრეობასთან;
საზ.მეც.დაწყ.(II).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ლეგენდებისა და მითების, მნიშვნელოვანი
ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება; ქვეყნის
განვითარებაში პიროვნების როლის გაცნობიერება.
აქტივობა:
იმისათვის რომ მოსწავლემ უკეთ შეძლოს მედიაში გავრცელებული
ინფორმაციის სრულფასოვანი აღქმა, ინფორმაციის გაფილტვრა, მსჯელობისა და ანალიზის
უნარის განვითარება, აგრეთვე საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება , მასწავლებელი
კლასს სთავაზობს ჯგუფურ მუშაობას. კლასი წინასწარ დაყოფილია თანაბარი სიძლიერის ოთხ ჯგუფად. მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს მედიაში
გავრცელებულ წყაროებს, სადაც საუბარია დამწერლობის განვითარების ისტორიის შესახებ,
მოსწავლეებმა ჯგუფში უნდა განიხილონ წყაროები და უპასუხონ შეკითხვებს.
ჯგუფებში შესასრულებელი
დავალების ფორმა იხ. დანართი N 2
|
მედეაში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი
|
ჯგუფური მუშაობა
|
მედიაში გამოქვეყნებული წყაროების ანალიზი,
ცხრილები, სქემები, მარკერები. ფლიჩატი, ბარათები.
აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას.
|
დავალების შესასრულებლად 8 წთ.
პრეზენტაციისათვის 8 წთ. სულ 16 წთ.
|
6
|
შეჯამება
აქტივობა
საკითხის შეჯამების მიზნით მასწავლებელი კლასს მიმართავს
შეკითხვით. თქვენი აზრით, რა როლი შეასრულა
ქართულმა დამწერლობამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?
|
სინთეზი, კითხვა –პასუხი
|
ინდივიდუალური, მთელი კლასი
|
მასწავლებლის მიერ მომზადებული შეკითხვა, რომელიც ხელს
უწყობს თემის შეფასებას.
|
2 წთ
|
7
|
საშინაო დავალების
მიცემა.
მომდევნო გაკვეთილისათვის მოსწავლეებს დავალებათ მიეცათ
სურვილისამებრ, შერჩევის პრინციპით, სასურველი ფორმით წარმოადგინონ პრეზენტაცია ქართული დამწერლობა.
|
ახსნა განმარტება
|
მთელი კლასი
|
პრეზენტაცია, რომლის წარმოდგენის ფორმა სურვილისამებრ იქნება შემუშავებული. აღნიშნული ტიპის დავალება მოსწავლეებს საშუალებას
აძლევს თავად აირჩიოს სასურველი ფორმა და დავალებაც თავისი შეხედულებისამებრ, ინტერესიდან
გამომდინარე წარმოადგინონ.
|
1 წთ
|
8
|
შეფასება
|
ახსნა– განმარტება
|
ინდივიდუალური, მთელი კლასი
|
ინდივიდუალური ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის შეფასების
ცხრილები.
შეფასების ცხრილები საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავად
შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განსაზღვროს გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხი.
|
5 წთ.
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი ესგ– ს შედეგები:
შედეგთან დამაკავშირებელი კითხვა:
ჩვენი საქართველო
როდის და როგორ შეიქმნა
საქართველოს სახელმწიფო, ქართული დამწერლობა?
შედეგი
მიმართულება დრო სივრცე ცვალებადობა.
საზ.მეც.დაწყ.(II).1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტორიული ფაქტებისა
და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე
სოციალურ-კულტურულ გარემოსთან (მაგ.: სახელმწიფო, ისტორიული მემკვიდრეობა);
საზ.მეც.დაწყ.(II).2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ლეგენდებისა და მითების,
მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება;
ქვეყნის განვითარებაში პიროვნების როლის გაცნობიერება.
დანართი N 1
კითხვა
|
პასუხი
|
1.
რომელ ისტორიულ წყაროებს
ასახელებს მთხრობელი ინფორმაციის გასამყარებლად?
|
|
2.
რომელ ისტორიულ მოღვაწეებზეა
საუბარი ფილმში?
|
|
3.
ქართული დამწერლობის
შექმნის სავარაუდო პერიოდად რა დროა განსაზღვრული?
|
|
4.
რამდენად სანდოა
მოცემული ინფრმაცია?
|
|
5.
საიდან ადგენთ ინფორმაციის
სანდობას?
|
|
6.
თქვენი აზრით მოცემული
ინფორმაციის საფუძველზე თქვენი აზრით ქართული დამწერლობა დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა
თუ რომელიმე ანბანის გავლენის საფუძველზე?
|
|
7. რა სიმბოლოებს ინახავს ქართული ანბანი?
|
დანართი N 2
ჯგუფი N 1
ქართულ საიტორიო მწერლობაში არსებობს ერთადერთი ცნობა, რომელიც ქართული ანბანის შექმნას ეხება. ეს ცნობა, რომლის თანახმად, ქართული ანბანი ანუ მწიგნობრობა შექმნა ქართლის პირველმა მეფემ ფარნავაზმა, XI ს. ისტორიკოსს ლეონტი მროველს მიეწერება. უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ინფორმაცია, რომელიც მომდევნო თაობების ქართველთა შორის, თითქმის 700 წლის განმავლობაში არავითარ ეჭვს არ იწვევდა.
ლეონტი მროველი ქართლის სამეფოს ლეგენდარული დამაარსებლის – ფარნავაზის ცხოვრების აღწერისას წერს: “ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაი ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი ქართლსა შინა თუინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული” (ქართლის ცხოვრება, I, 1955: 26).
დღემდე დაუდგენელია, თუ საიდან აიღო ლეონტი მროველმა ეს ცნობა, არის ის თვითონ მისი შემთხზველი თუ ჩვენთვის უცნობი რომელიმე ძველი წყაროდან გადმოწერა. “უძველეს ცნობილს ქართულ მატიანეში “მოქცევაი ქართლისაი”-ში ქართული მწიგნობრობის დასაწყისისა და მისი გამომგონებლის შესახებ არაფერია ნათქვამი.
კითხვები:
1. რომელი წყაროებია გამოყენებული მასალის შექმნაში?
2. ვინ არის წყაროს ავტორი?
3. რამდენად სანდოა მოცემული წყარო? დაასაბუთეთ
4. რა საერთო ინფორმაციას ხედავთ მოცემულ წყაროში და მედეაში გაშუებულ
ინფორმაციას შორის?
5. თქვენია აზრით მოცემული წყაროს მიხედვით რომელ საუკუნეში უნდა
შექმნილიყო ქართული დამწერლობა? გაამყარეთ არგუმენტით.
ჯგუფი N 2
მეორე ცნობას ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ გვაწვდიან V საუკუნის სომეხი ისტორიკოსები – კორიუნი( ,,მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”) და მოვსეს ხორენაცი, რომელთა თხზულებებმა ჩვენამდე გვიანდელი ხელნაწერების (მათგან უძველესი მხოლოდ XIV საუკუნისაა) სახით მოაღწია. მესროპ მაშტოცი იყო სომეხი მოღვაწე IV-Vს-ში. კორიუნის ცნობით, მისი მოღვაწეობის დროს არსებული სომხური დამწერლობა არასაკმარისი გახლდათ, რადგანაც იგი ვერ გამოხატავდა სომხურის ყველა ფონემას. მაშინ მესროპმა და სომეხთა კათალიკოსმა არსენმა ხელახლა დაიწყეს ზრუნვა ახალი ანბანის შექმნაზე. აქვე ნათქვამია, რომ მაშტოცმა ქართული დამწერლობის შექმნასაც მოჰკიდა ხელი. მან მოხაზა ქართული გრაფემები და ისე დააწყო, როგორც საჭირო იყო. როდესაც ივერთა მეფის წინაშე წარსდგა, ქართველთა მეფემ ბრძანა, სხვადასხვა მხრიდან შეეკრიბათ ბავშვები და მიებარებინათ მაშტოცისთვის, რათა მისი ხელმძღვანელობით დაწყებულიყო ჩვენში ლიტერატურული საქმიანობა. კორიუნის ამ ვერსიას მრავალი არმენოლოგი იზიარებს. თუმცა კორიუნი და მოვსეს ხორენაცის ცნობებიც ერთმანეთის საწინააღმდეგო მონაცემებსაც შეიცავენ. მაგალითად, ხორენაცის ცნობით, მაშტოცმა ქართული ანბანი ვინმე ქართველ ჯალისთან ერთად შექმნა, კორიუნი კი მესროპს ანბანის ერთადერთ ავტორად თვლის სომეხი.
კითხვები:
1. რომელი წყაროებია გამოყენებული მასალის შექმნაში?
2. ვინ არის წყაროს ავტორი? ვინ არიან წყაროში მოხსენიებული პირები?
3. რამდენად სანდოა მოცემული წყარო? დაასაბუთეთ
4. რა საერთო ინფორმაციას ხედავთ მოცემულ წყაროში და მედეაში გაშუებულ
ინფორმაციას შორის?
5. თქვენია აზრით მოცემული წყაროს მიხედვით რომელ საუკუნეში უნდა
შექმნილიყო ქართული დამწერლობა? გაამყარეთ არგუმენტით.
ჯგუფი N 3
დამწერლობათმცოდნე რამაზ პატარიძემ ფაქტიურად გაიზიარა დამწერლობის
ძირითადი დებულებები. მან გრაფიკული შედარების მეთოდის გამოყენებით ქართული დამწერლობის წარმომავლობა ფინიკიურს დაუკავშირა.
არსებითი სიახლე რ. პატარიძის გამოკვლევაში იყო ის, რომ მან ქართულ ასომთავრულს ძირითადი (ანუ წერითი) ფუნქციის გვერდით კალენდარული დანიშნულებაც მიაწერა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარმა ქართული ანბანის შექმნა ფინიკიურის საფუძველზე ივარაუდა, მისივე დასკვნით: “ქართული ასომთავრული ასო-ნიშნების გრაფიკულმა ანალიზმა ცხადყო, რომ დამწერლობის ქართული მონუმენტური სახეობა თანდათანობითი ევოლუციის შედეგად კი არ არის ჩამოყალიბებული, არამედ იგი შექმნილია ერთ დროს და ერთდროულად. ამასთანავე, ქართული მონუმენტური დამწერლობის შექმნისას გათვალისწინებულია, ზოგადად, მონუმენტური დამწერლობის ბერძნული გრაფიკული პრინციპები”.
კითხვები:
1. ვინ არის მოცემული აზრის ავტორი?
2. რამდენად სანდოა მოცემული წყარო? დაასაბუთეთ
3. რა საერთო ინფორმაციას ხედავთ მოცემულ წყაროში და მედეაში გაშუებულ
ინფორმაციას შორის?
4. თქვენია აზრით მოცემული წყაროს მიხედვით რომელ საუკუნეში უნდა
შექმნილიყო ქართული დამწერლობა? გაამყარეთ არგუმენტით.
5. რა განსხვავებული ვერსია იკვეთება მოცემულ წყაროში?
ჯგუფი N 4
ფინიკიურობის, ანუ ს ე მ უ რ ი თეორიის მიხედვით,
ფინიკიურისგან შეიქმნა
ბერძნული და
ქართული დამწერლობები.
ამ
თეორიის თანახმად,
ქართული დამწერლობა
ქრისტიანობამდელ ეპოქაშია
შექმნილი.
ქართული ანბანის
სემური წარმოშობის
შესახებ თეორია
წამოაყენა გერმანელმა
მეცნიერმა ფრიდრიხ
მიულერმა. იგი
თვლიდა, რომ
ქართული და
სომხური დამწერლობა
არამეულ-სპარსული
დამწერლობიდან უნდა
იყოს წარმომდგარი.
ჩვენში ამ
თვალსაზრისს იზიარებდა
ენათმეცნიერი სერგო
გორგაძე (“წერილები საქართველოს
ისტორიიდან”,
ქართული ანბანის წარმოშობის სემური თეორია მეცნიერულ საფუძველზე ჩამოაყალიბა ივ. ჯავახიშვილმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში: “ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალე-ოგრაფია” (შემოკლებით – “ქართული პალეოგრაფია”). დიდმა მეცნიერმა საფუძვლიანად გააკრიტიკა ქართული ანბანის ბერძნულისგან მომდინარეობის არგუმენტები. მისი აზრით, ქართული ანბანი წარმართული ეპოქის ძეგლია და ფინიკიურ-სემიტურის (არამეულის) ბაზაზეა შექმნილი, თუმცა შემდგომ, ელინისტურ ხანაში, არაერთგზის განუცდია ბერძნული მონუმენტური დამწერლობის გავლენა. წარმოდგენილი მოსაზრება გაამყარა შემდგომმა აღმოჩენებმა და გამოკვლევებმა.
ქართული ანბანის წარმოშობის სემური თეორია მეცნიერულ საფუძველზე ჩამოაყალიბა ივ. ჯავახიშვილმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში: “ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალე-ოგრაფია” (შემოკლებით – “ქართული პალეოგრაფია”). დიდმა მეცნიერმა საფუძვლიანად გააკრიტიკა ქართული ანბანის ბერძნულისგან მომდინარეობის არგუმენტები. მისი აზრით, ქართული ანბანი წარმართული ეპოქის ძეგლია და ფინიკიურ-სემიტურის (არამეულის) ბაზაზეა შექმნილი, თუმცა შემდგომ, ელინისტურ ხანაში, არაერთგზის განუცდია ბერძნული მონუმენტური დამწერლობის გავლენა. წარმოდგენილი მოსაზრება გაამყარა შემდგომმა აღმოჩენებმა და გამოკვლევებმა.
ამ
მხრივ განსაკუთრებით
ფასეული აღმოჩნდა
არმაზის ბილინგვა
(საფლავის ქვაზე
შესრულებული ეპიტაფია,
დაწერილი 2 ენაზე
–
ბერძნულად და
არამეულად. სახელწოდება
”ბილინგვა” ამის
მიხედვითაა დარქმეული).
ძეგლი აღმოაჩინა
ივ.
ჯავახიშვილმა 1940 წელს,
მეცნიერულად შეისწავლა
გიორგი წერეთელმა.
კითხვები:
1.
ვინ არის მოცემული აზრის ავტორი?
2.
რამდენად სანდოა მოცემული წყარო? დაასაბუთეთ
3.
რა საერთო ინფორმაციას ხედავთ მოცემულ წყაროში და მედეაში
გაშუებულ ინფორმაციას შორის?
4.
თქვენია აზრით მოცემული წყაროს მიხედვით რომელ საუკუნეში
უნდა შექმნილიყო ქართული დამწერლობა? გაამყარეთ არგუმენტით.
5.
არგუმენტის გასამყარებლად რომელ წყაროებს
იშველიებს ვერსიის ავტორი?
დანართი N 4
შეფასება
პრეზენტაციის
შეფასების ცხრილი
მოსწავის
სახელი გვარი;
პასუხი დავალების
შესაბამისია
|
1–0
|
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2–1–0
|
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2–1–0
|
იყენებს განსხვავებულ მოსაზრებებს
და შეხედულებებს
|
2–1–0
|
ადარებს
მოვლენებს, ფაქტებს, აკეთებს
დასკვნებს
|
1–0
|
აფასებს
განსახილველ საკითხს კრიტიკულად
|
1–0
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1–0
|
დანართი 5
ჯგუფური მუშაობის ცხრილი
მოსწავლის გვარი, სახელი:
კრიტერიუმები
|
2
|
1
|
0
|
ჯგუფის ყველა
წევრი ჩართულია
|
|||
ჯგუფის წევრები
უსმენენ ერთმანეთს
|
|||
ჯგუფის წევრები
თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
|
|||
ჯგუფი პასუხობს
შეკითხვებს
|
|||
ჯგუფი იცავს
დროის ლიმიტს
|
დანართი 6
N 1 ინდივიდუალური შეფასება
( გაკვეთილის შინაარსიდან გამომდინარე)
მოსწავლის გვარი, სახელი
|
|
ფლობს წინარე
ცოდნას და აკავშირებს მასთან ახალ ცოდნას
|
0-1
|
გადმოსცემს
ფაქტებს და მოვლენებს ქრონოლოგიურ ჭრილში
|
0-1
|
აფასებს ფაქტებს
და მოვლენებს კრიტიკულად
|
0-1
|
გააჩნია ადეკვატური კითხვა-პასუხი
|
0-1
|
აქვს ურთიერთქმედებისა
და აზრთა გაზიარების უნარი
|
0-1-
|
ვიზუალური
მასალის სწორად აღქმისა და ანალიზის უნარი. ფილმი, ცხრილები. წყაროები
|
0–1
|
აქტიურად არის
ჩართული ჯგუფთან მუშაობაში და ავლენს თანამშრომლობით
უნარ ჩვევას.
|
0-1
|
შეუძლია მედიაში გავრცელებული ტექსტის აღქმა, გააზრება და
ინტერპრეტაცია
|
0-1
|
ფილტრავს ინფორმაციას აკეთებს სწორ არჩევანს
|
0-1
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
0–1
|
ჯამი
შეფასების სქემა არის 10 ქულიანი
|
10
|
გამოყენებული ლიტერატურა
1.
ჩვენი საქართველო,
6 კლასი გამომცემლობა“კლიო“ მეორე ნაწილი
2.
მ. ღამბაშიძე, ქართული დამწერლობის ისტორია, თბ.
2015 წელი
4.
ბესიკ ხურცილავა, "ქართული ასომთავრული ანბანი და მისი შემქმნელები: `ბაკურ~ და `გრი ორმიზდ~"; თბილისი, 2008 წ. http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/qartuli_damcerlobis_carmomavloba.html
6.
ვიკიპედია
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილის რეფლექსია
საგანი: ჩვენი საქართველო მასწავლებელი : ნათია მეკოკიშვილი
2019 წლის 30 აპრილს ჩავატარე
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი თემაზე: ქართული დამწერლობის წარმოშობა . მიმართულება,
მედიაწიგნიერების განვითარება სასწავლო პროცესში, გაკვეთილი
განკუთვნილია მე– 6 კლასისათვის, (ჩვენი საქართველო VI კლასი , მეორე ნაწილი გამომცემლობა „ კლიო“), კლასში, მოსწავლეთა
რაოდენობა შეადგენს 24 მოსწავლეს , აქედან
1 სსსმ მოსწავლეა, (სსსმ მოსწავლეს ისტორიაში არ ესაჭიროება ინდ გეგმა, რადგან იგი
ფლობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას. მოსწავლეს აქვს შაქრიანი
დიაბეტი) . გაკვეთილს დაესწრო 20 მოსწავლე.
გაკვეთილის მიზნები შემდეგნაირად გამოიყურება:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
ისტორიული
ფაქტების და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა.
·
წინარე ცოდნის გააქტიურება.
·
ქართული
სახელმწიფოებრიობისა და ანბანის შექმნის შესახებ
მსჯელობა და ანალიზი. მითებისა და ლეგენდების მიხედვით ინფორმაციის შეჯამება ანალიზი.
·
ვიზუალური
მასალის აღქმა და ანალიზი.
·
თანამშრომლობითი უნარის
გამოვლენა.
·
ფაქტებისა და მოვლენების
კრიტიკული შეფასების უნარის გამოვლენა.
·
სქემებზე და ცხრილებზე მუშაობის უნარ– ჩვევის გამოვლენა.
მედიაწიგნიერების მიზნები:
მოსწავლემ უნდა შეძლოს :
·
მედიაში გავრცელებული ტექსტების აღქმა,
გააზრება, ინტერპრეტაცია.
·
ინფორმაციის გაფილტვრა და სწორი არჩევანის გაკეთება, მიღებული
ინფორმაციის კრიტიკუალად შეფასება.
ესგ–ს მისაღწევი შედეგები:
შედეგთან
დამაკავშირებელი კითხვა:
ჩვენი საქართველო
როდის და როგორ შეიქმნა
საქართველოს სახელმწიფო, ქართული დამწერლობა?
შედეგი
მიმართულება დრო სივრცე ცვალებადობა.
საზ.მეც.დაწყ.(II).1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტორიული ფაქტებისა
და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე
სოციალურ-კულტურულ გარემოსთან (მაგ.: სახელმწიფო, ისტორიული მემკვიდრეობა);
საზ.მეც.დაწყ.(II).2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ლეგენდებისა და მითების,
მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება;
ქვეყნის განვითარებაში პიროვნების როლის გაცნობიერება.
აღნიშნული თემა თანხვედრაშია
როგორც საგნობრივ სტანდარტთან, ისე სასწავლო პროგრამასთან.
იმისათვის, რომ მოცემული გაკვეთილის მიზანი მიღწევადი
ყოფილიყო, გამოვიყენე მოსწავლეების წინარე ცოდნა და საბაზისო უნარ-ჩვევა. მოსწავლეებს
შეუძლიათ ინტერნეტის მოხმარება, ფაქტებისა
და მოვლენების ურთიერთკავშირის დადგენა, უცხო ტექსტიდან აზრის გამოტანა და გაანალიზება,
ფლობენ ვიზუალური მასალიდან ინფორმაციის მოპოვების
უნარ ჩვევას, ავსებენ სქემებს, აკეთებენ დასკვნებს.
რაც შეეხება გაკვეთილის აქტუალურობას, რამაც გადამაწყვეტინა ამ გაკვეთილის ჩატარება,
იგი შემდეგში მდგომარეობს. მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებას ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მეექვსე კლასი კი წარმოადგენს იმ საფეხურს
სადაც უნდა მოხდეს მედია სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის სწორად აღქმა და მისი სანდოობის
დადგენა, სწორი ხედვის და შეფასების უნარის გამომუშავება, აგრეთვე ნაკლებია გამოცდილებაც საგაკვეთილო პროცესის
დაგეგმვის თვალსაზრისით. გაკვეთილის გეგმის
მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ მედიაწიგნიერების
კომპეტენციის განმავითარებელი ხერხების უკეთ ფლობა კონკრეტულად:
1 . თუ რომელ საიტზე ან სად შეიძლება მოიპოვონ
ინფორმაცია.
2. როგორ განსაზღვრონ ინფორმაციის სანდოობა.
3. როგორ გაიაზრონ და შეაფასონ საჭირო ინფორმაცია,
როგორ გაფილტრონ და შეაფასონ ინფორმაცია კრიტიკულად.
აგრეთვე გაკვეთილი დაეხმარება კოლეგებს არამარტო განივითარონ პრაქტიკა გამჭოლი კომპეტენციის ფარგლებში,
არამედ შეძლონ საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული
გაკვეთილის დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეში მაღალი სააზროვნო უნარების
განვითარებას, საგაკვეთილო პროცესში კი მასწავლებელმა შეძლოს საინტერესო მედიარესურსების გამოყენება, გაკვეთილის გამრავალფეროვნება.
დაგეგმილი გაკვეთილი მოიცავს საჭირო რესურსებს
და აქტივობებს, აქტივობები მიზნიდან გამომდინარე დავგეგმე;
აქტივობები:
- აზრობრივი რუკა
- ინდივიდუალური მუშაობა
- ჯგუფური მუშაობა
- ჯგუფური დისკუსია
- კითხვა-პასუხი
- სქემები
- მედიარესურსებზე მუშაობა.
შესაბამისად შევარჩიე რესურსებიც.
1.
კომპიუტერი,
2.
პროექტორი,
3.
ფოტოები,
4.
ვიდეო ამონარიდები- დოკუმენტური ფილმი.
5.
საინფორმაციო წერილობითი წყაროები
გაკვეთილის
შედეგი:
·
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა
შეძლეს სანდო ინფორმაციის დახარისხება.
·
ჯგუფური მუშაობის ფონზე იმსჯელეს და
გაანალიზეს მედიაში გავრცელებული წერილობითი წყაროები. გაფილტრეს ინფორმაცია და შეაფასეს მათი
სანდოობის ხარისხი.
·
მედიარესურსების გამოყენებით იმსჯელეს და
გაანალიზეს ისტორიული ფაქტები , დამწერლობის სავარაუდო გავრცელების
შესახებ . მოახდინეს ფაქტების და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია .
·
დაიხმარეს მედეარესურსები ინფორმაციის
გასამყარებლად.
გაკვეთილის სცენარი შემდეგნაირად
დავგეგმე:
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი. კლასის ორგანიზების თემის სათაურისა და გაკვეთილის
მიზნის გაცნობის შემდეგ ( დრო 2 წთ) საგაკვეთილო
პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით კლასს მივმართე
შემდეგი კითხვით: რას ნიშნავს თქვენთვის
ქართული დამწერლობა? მოსწავლეთა სავარაუდო ვერსიები აზრობლივ რუკაზე განვათავსე გავაანალიზე
კლასთან ერთად და გავაკეთე შესაბამისი კომენტარი. დავალებისათვის განკუთვნილი
იყო 2 წთ.
შემდეგი
აქტივობა ვიზუალური მასალის აღქმასა და გაანალიზებას ითვალისწინებდა. პროექტორის
საშუალებით კლასს წარვუდგინე ვიზუალური მასალა ფოტოების სახით, იხ. ლინკი https://drive.google.com/file/d/1hhEF_tQzBDjZh1rbLGTf-f8lB31wBb_I/view?usp=sharing
რომელიც სლაიდებზე იყო განავსებული, ეს ვიზუალური
მასალა იყო : ბოლნისის სიონის და პალესტინის წარწერები, ნეკრესისა და გრაკლიანის უძველესი
წარწერები, აგრეთვე იეროგლიფებისა და ქართული ასოთმთავრული დამწერლობის ნიმუშები, მოსწავლეებმა
შეკითხვების ფონზე გაანალიზეს ვიზუალური მასალის
გამოყენებით შესაბამისი ინფორმაცია, იმსჯელეს სავარაუდო ვერსიების შესახებ , რომლის
საშუალებითაც დგინდება ქართული დამწერლობის გავრცელების სავარაუდო პერიოდი. გაკვეთილზე გაჟღერებული შეკითხვები შემდეგნაირად
გამოიყურება: რომელ წარწერებს
ხედავთ სლაიდზე?
რომელი საუკუნით თარიღდება მოცემული წარწერები? საიდან ვლინდება მათი სიძველე?
რა იცით ამ წარწერების შესახებ?
ბოლნისი რომელ ისტორიულ ეთნოგრაფიულ მხარეში მდებარეობს?
თქვენი აზრით რაზე მეტყველებს
ქართული დამწერლობის ნიმუშების სხვადასხვა ადგილზე აღმოჩენა?
რომელი წარწერაა თქვენი აზრით უძველესი? რა ვერსიით გაამყარებთ ვარაუდს?
გაიხსენე რა როლს თამაშობს არქეოლოგია საქართველოს წარსულის შესწავლაში
და რამდენად ამომწურავია ინფორმაცია ქართული დამწერლობის შესახებ?
შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა დამწერლობის ნიმუშები , გაანალიზეთ
რა საერთოს ხედავთ მათ შესახებ? მოსწავლეები აყალიბებდნენ საკუთარ მოსაზრებებს , აფასებდნენ
ინფორმაციას კრიტიკულად, აკეთებდნენ დასკვნებს.
დავალებისათვის განკუთვნილი იყო 7 წუთი.
იმისათვის, რომ მოსწავლემ
შეძლოს მასალის სიღრმისეული წვდომა და ანალიზი, აგრეთვე გამოავლინოს მედიაში გავრცელებული
ინფორმაციის აღქმისა და კრიტიკული შეფასების
უნარი, მე მათ შევთავაზე გადაცემა კვირიაკედან
მოკლე ამონარიდი, (1– 6 წთ) სადაც მეცნიერი
რამაზ პატარიძე საუბრობს ქართული დამწერლობის ისტორიაზე და მოჰყავს მნიშვნელოვანი ფაქტები
მისი სიძველის შესახებ. ფილმს ვაპაუზებდი და კითხვების საშუალებით ვაანალიზებდი
მოსწავლეთა პასუხებს . მოსწავლეები პასუხებს ცხრილში ათავსებენ. ცხრილი იხ გაკვეთილის გეგმაში. დანართი N 1
ფილმის გაანალიზების და მნიშვნელოვანი დეტალების
გამოკვეთის შემდეგ, იმისათვის რომ მოსწავლეებს უკეთ შესძლებოდათ მედიაში გავრცელებული ტექსტის აღქმა , გააზრება
და ინტერპრეტაცია, აგრეთვე ინფორმაციის გაფილტვრა და კრიტიკული ანალიზი, რაც მაღალ
სააზროვნო უნარებზეა გათვლილი და მოსწავლის მხრიდან მოითხოვს საგაკვეთილო პროცესში
მაქსიმალურ ჩართულობას, მე მათ შევთავაზე ჯგუფური მუშაობის ფორმა, სადაც განსახილველად
ჰქონდათ მედეაში გავრცელებული ინფორმაცია წყაროების სახით, მოსწავლეებმა კითხვების
საშუალებით შეაჯერეს ინფორმაცია და პრეზენტაციის საშუალებით კლასს წარუდგინეს. კლასი
წინასწარ დაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად, თითოეულ
ჯგუფს მიეცა დავალება მედეაში გავრცელებული წყაროების სახით, რომლის გასაანალიზებლად
უნდა გამოეყენებინათ წყაროში განთავსებული
შეკითხვები. (შესასრულებელი დავალების ტიპები იხ. გაკვეთილის
გეგმაში.) დავალების შესასრულებლად ჯგუფებს
განკუთვნილი ჰქონდა 8 წუთი , პრეზენტაციისათვის 2 წუთი. ( სულ 16 წუთი).
მას შემდეგ, როდესაც მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების
პრეზენტაციები წარუდგინეს კლასს განსახილველ
საკითხებთან დაკავშირებით წარიმართა აზრის გაცვლისა და ინფორმაციის გაანალიზების ეტაპი. მოსწავლეები ერთმანეთს უსვავდნენ შეკითხვებს
და აფასებდნენ პასუხებს შესაბამისი კომენტარების
საშუალებით. ჯგუფურმა მუშაობამ საინტერესო სახე მიიღო. მოსწავლეებმა გაფილტრეს ინფორმაცია. დააკავშირეს ერთმანეთთან უკვე ნასწავლი მასალა ახალ
მასალასთან . გააკეთეს შესაბამისი კომენტარები.
შეჯამების მიზნით კლასს დავუსვი შემდეგი შეკითხვა:
რა როლი შეასრულა ქართულმა დამწერლობამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მოსწავლეებმა შეაჯამეს
ინფორმაცია, გამოიტანეს დასკვნები და გაანალიზეს მასალა საბოლოოდ. დრო : 2 წუთი.
გაკვეთილის ბოლოს კლასს მივეცი დავალება, მომდევნო
გაკვეთილისათვის წარმოედგინათ პრეზენტაციები შესაბამისი ფორმით, როგორც ელექრტონული,
ისე შემოქმედებითი ხედვით გაფორმებული. დავალების
შესრულებასთან დაკავშირებით კლასს მივეცი გარკვეული მითითებები. დრო 1 წუთი .
აქტივობების დასრულების შემდეგ კლასი შევაფასე,
როგორც განმსაზღვრელი ისე განმავითარებელი შეფასების ცხრილებით. ( შეფასების ცხრილები
იხ. გაკვეთილის გეგმაში). მოსწავლეებს შესაბამისი
კრიტერიუმების საშუალებით განვუმარტე აქტივობის ხარისხი და შევაფასე შესაბამისი ქულით.
იმ მოსწავლეებს , რომელთაც ვერ გამოიჩინეს თავი შესაბამისი აქტივობების განხორციელებაში
მივეცი განმავითარებელი შეფასება. შეფასების
პროცესში გამოვიყენე, ინდივიდუალური ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის შეფასების ცხრილები. შეფასებას დავუთმე 5 წუთი.
აღნიშნული გაკვეთილი გამოირჩეოდა როგორც აქტიურობით,
ისე მაღალ სააზროვნო უნარების გამოვლენის ერთერთ
მნიშვნელოვან გამოვლინებად. მოსწავლეებმა შეძლეს ვიზუალური მასალის გამოყენებით ფაქტებისა
და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია, მასალის გაფილტვრა, მისი სანდოობის დადგენა,
ლოგიკური მსჯელბისა და არგუმენტირების უნარის გამოვლენა, წერილობით წყაროებზე და სქემებზე
მუშაობის უნარ ჩვევის გამოვლენა.
ზემოთ განხორციელებულმა აქტივობებმა მოსწავლეებს
შესაძლებლობა მისცა, გამოევლინათ ძველი ცოდმა დაეშენებინათ ზედ ახალი. ყოველივე ეს კი მათ ეხმარებათ როგორც ფაქტების და
მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებაში ისე კრიტიკული აზროვნების და თანამშრომლობითი
უნარ–ჩვევის განვითარებაში. რაც თავისთავად ესგ–ს
შემადგენელი ნაწილია.
გაკვეთილის გეგმის მსვლელობიდან გამომდინარე, არ ჰქონია ადგილი არცერთი
აქტივობის სახეცვლილებას, ან გადაადგილებას, მოსწავლეები ფლობენ, როგორც ვიზუალური
მასალიდან ეპოქის აღქმის უნარს ისე დოკუმენტური მასალიდან დასკვნებისა და ანალიზის გაკეთების უნარჩვევას, ისინი აქტიურად
იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და ზუსტად ასრულებდნენ მასწავლებლის
მითითებებს, რაც გაკვეთილის გეგმის დადებითი და უტყუარი ნიშანია.
მოსწავლეებისათვის საინტერესო და მრავლის მომცემი აღმოჩნდა ვიზუალური
მასალიდან ინფორმაციის აღქმისა და ანალიზის უნარ ჩვევის გამოვლენა. ვიზუალური მასალიდან ინფორმაციის აღქმა უფრო
სახალისო და საინტერესოა მასალის დამახსოვრების თვალსაზრისით. რაც შეეხება
წერილობითი წყაროების განხილვას მანაც დიდი ინტერესი და ყურადღების მობილიზება
გამოიწვია, სხვადასხვა ტიპის აქტივობების
განხორციელება პრობლემური საკითხის განხილვას უფრო მეტად უწყობს ხელს, გაკვეთილის
თითქმის ყველა ეტაპი გამოირჩეოდა საინტერესო ეპიზოდებით, მოსწავლეების ყურადღება
კონცენტრირებული იყო შესასწავლი მასალის აღქმა გაანალიზებაზე, რაც გაკვეთილს
სახალისოს და საინტერესოს ხდიდა. მიზანი რომელიც ესგ–ს სტანდარტზე დაყრდობით
დავსახე, ვთვლი, რომ მიღწევადი აღმოჩნდა. მიუხედავად მრავალი სიახლისა მოსწავლეები
ფლობენ საჭირო უნარ ჩვევებს რაც
აადვილებდა გაკვეთილის მსვლელობის წარმატებით განხორციელებას.
აღნიშნული გაკვეთილი იყო სიახლე თავისი
დაგეგმილი აქტივობებით, როგორც მოსწავლეებისათვის ისე კოლეგებისათვის,
მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა საგაკვეთილო პროცესში არის ახალი
გამოწვევა , რომელიც ეხმარება მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესი გახადოს მოსწავლის
ინტერესზე მორგებული, ხოლო კოლეგებმა დაგეგმილი აქტივობები გამოიყენონ საკუთარი
პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, ხელი
შეუწყონ მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და სწავლების პროცესი სახალისო და ადვილად
აღქმადი იყოს. აღნიშნული გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარა, როგორც, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ისე მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირებაში, ანალიზისა და განხილვის უნარის განვითარებაში; მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებელი
აზროვნების განვითარება, საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება და ლოგიკური დასკვნების
გაკეთების უნარ–ჩვევის გამოვლენა.
მასწავლებელი
ყოველთვის გრძნობს საკუთარი გაკვეთილის გამოსასწორებელ მხარეს რათა შემდეგი გაკვეთილი იყოს კიდევ უფრო სრულყოფილი და შედეგზე
ორიენტირებული. აღნიშნულ გაკვეთილთან დაკავშირებით მინდა ყურადღება გავამახვილო
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის ზრდაზე, ჩემი, როგორც მასწავლებელის მთავარი
მიზანია მოსწავლეთა მაქსიმალური
ჩართულობის ხარისხის ზრდა საგაკვეთილო პროცესში. ის მოსწავლეები , რომლებიც არ
გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, მიუხედავად ჩემი მცდელობის , და შეთავაზებული დავალებების მრავალფეროვნებისა მათ
ყოველთვის უჭირთ საგაკვეთილო პროცესში საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება და დასკვნების გამოტანის უნარი . ისინი თავს იკავებენ
კითხვაზე პასუხის გაცემისაგან. ამიტომ ჩემი შემდეგი ნაბიჯი იქნება ასეთი
მოსწავლეების ( გაკვეთილზე ასეთი მოსწავლე იყო 5) მაქსიმალური ჩართულობის ხარისხის
გაზრდა საგაკვეთილო პროცესში. ასეთ
მოსწავლეებს საშუალებას მივცემ საგაკვეთილო პროცესში თავად იყვნენ ინიციატორნი, როგორც
პრეზენტაციის გაკეთების პროცესში , ისე მსჯელობისა და ანლიზის უნარის განვითარების
ხელშემწყობი აქტივობების შესრულების პროცესში.
გაკვეთილის თანმიმდევრობა შედეგიანი აღმოჩნდა, ამიტომ
ამგვარი ტიპის გაკვეთილის ჩატარების შემთხვევაში რომელიმე დაგეგმილი აქტივობის მნიშვნელოვანი სახეცვლილების ფორმას ვფიქრობ ადგილი
არ უნდა ჰქონდეს. გაკვეთილის გეგმას
გააჩნია გამოყენებული მედეარესურსების ნუსხა, გთავაზობთ ამ ჩამონათვალს.
გამოყენებული ლიტერატურა
1.
ჩვენი
საქართველო, 6 კლასი გამომცემლობა“კლიო“ მეორე ნაწილი
2.
მ. ღამბაშიძე, ქართული დამწერლობის ისტორია, თბ.
2015 წელი
4.
ბესიკ ხურცილავა, "ქართული ასომთავრული ანბანი და მისი შემქმნელები: `ბაკურ~ და `გრი ორმიზდ~"; თბილისი, 2008 წ. http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/qartuli_damcerlobis_carmomavloba.html
6. ვიკიპედია
1.
05. 2019 წელი
ნ. მეკოკიშვილი
.
გაკვეთილის გეგმა N 2
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნათია მეკოკიშვილი პირ: 36001003297
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, XI
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 31, კლასში სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის ფორმა –პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის თემა: კათოლიკობის
განახლება და რელიგიური ომები ევროპაში
( ისტორია 11 კლასი, გამომცემლობა დიოგენე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ
უნდა შეძლოს:
·
იმსჯელოს სახელმწიფოს მმათველობით
სტრუქტურაში ცვლილებების აუცილებლობაზე.
·
გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, თუ რატომ იყო მმართველობის ესა თუ
ის ფორმა დამახასიათებელი ამა თუ იმ ეპოქისათვის.
·
იმსჯელოს რელიგიის მნიშვნელობაზე
ქვეყნის ისტორიაში, გამოყოს მონოთეისტური რელიგიების მსგავსება განსხვავებები.
·
მოახდინოს ფაქტებისა და მოვლენების
ისტორიული ინტერპრეტაცია.
·
განსაზღვროს პრობლემა და მოძებნოს
მისი გადაჭრის გზები
·
გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, გაანალიზოს ფაქტები
და მოვლენები , შეაფასოს საკითხი კრიტიკულად.
·
შეძლოს თანამშრომლობითი უნარების გამოვლენა მუშაობის
პროცესში.
·
გაიაქტიუროს წინარე ცოდნა.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
45 წთ.
|
1
|
მისალმება
საორგანიზაციო საკითხის მოწესრიგება, აგრეთვე გაკვეთილის თემის, მიზნის და ესგ –თი გათვალისწინებული მისაღწევი
შედეგების გაცნობა.
მასწავლებელი
მოკლედ და გასაგები ენით გააცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და მისაღწევ შედეგს. აგრეთვე დაგეგმილ აქტივობებს და იმ შეფასების ფორმებს,
რომლითაც შეფასდებიან დაგეგმილი აქტივობების შესრულების საფუძველზე.
|
ახსნა– განმარტება
|
მთელი კლასი
|
ფლიტჩატზე განთავსებული და დაფაზე გაკრული
მიზნებისა და შედეგების ჩამონათვალი, აგრეთვე შეფასების ცხრილები, რომელიც მოსწავლეს
საშუალებას აძლევს მთელი საგაკვეთილო პერიოდის განმავლობაში თვალი ადევნოს დასახული
მიზნის და მიღწეული შედეგების
თანხვედრას.
|
2 წთ.
|
2
|
გამოწვევა.
მიზანი:
წინარე
ცოდნის გააქტიურება.
აქტივობა:
მოსწავლეთა
საგაკვეთილო პროცეში ჩართვისა და გააქტიურების მიზნით, მასწავლებელი კლასს მიმართავს
შემდეგი შეკითხვით გავიხსენოთ,
როგორ გესმით ტერმინი რელიგიური ომები? მოსწავლეთა
პასუხებს მასწავლებელი დაფაზე განთავსებულ
აზრობლივ რუკაზე ათავსებს და მოსწავლეთა დახმარებით აანალიზებს პასუხებს.
|
კითხვა– პასუხი, ანალიზი.
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური
|
აზრობრივი
რუკა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეში წინარე ცოდნის გააქტიურებას.
|
2
წთ.
|
3
|
სიღრმისეული წვდომა
მიზანი:
·
მოსწავლემ
უნდა შეძლოს:
·
იმსჯელოს რელიგიის მნიშვნელობაზე ქვეყნის
ისტორიაში, გამოყოს მონოთეისტური რელიგიების მსგავსება განსხვავებები.
·
გამოთქვას საკუთარი მოსაზრება თუ რატომ იყო მმართველობის ესა თუ ის
ფორმა დამახასიათებელი ამა თუ იმ ეპოქისათვის.
ესგ–
ს შედეგები:
ისტ.XI.4. მოსწავლეს შეუძლია მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და
დროში ცვალებადობის ანალიზი.
აქტივობა:
საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით. მასწავლებელი
მოსწავლეებს სთავაზობს სლაიდ შოუს, სადაც მოვლენები ეპოქის შესაბამისად არის დალაგებული
და მოსწავლის მხრიდან მოითხოვს მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას. სლაიდზე
განთავსებული მასალა შეეხება მეთექვსმეტე საუკუნის პოლიტიკურ ვითარებას ევროპაში
და რელიგიური ომების გამომწვევ მიზეზებს, მასწავლებელი სლაიდზე დატანილ ინფორმაციას
კითხვების დახმარებით კლასში აჯერებს და პასუხების შესაბამისად აკეთებს კომენტარებს.
მოსწავლეები
აყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს , აკეთებენ ფაქტებისა და მოვლენების ისტორიულ ინტერპრეტაციას,
იხილავენ ომით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს .
|
კითხვა – პასუხის რეჟიმი, დისკუსია, ვიზუალური მასალის აღქმა და ანალიზი.
|
ინდივიდუალური
მთელი კლასი
|
მასწავლებლის
მიერ მომზადებული სლაიდ შოუ. იხ. ლინკი: https://drive.google.com/file/d/1iXszd0Mt7oLNTdbrJFyVLUD0AWIiI3hM/view?usp=sharing
არსებული
რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეში , როგორც ვიზუალური მასალიდან ინფორმაციის აღქმას
ისე მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას, საკუთარი ვერსიებისა და დასკვნების
გაკეთების უნარის გამოვლენას.
|
7 წთ.
|
4
|
სიღრმისეული წვდომა.
მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს:
განსაზღვროს პრობლემა
მოახდინოს ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული
ინტერპრეტაცია.
გამოთქვას
საკუთარი მოსაზრებები, გაანალიზოს ფაქტები და მოვლენები , შეაფასოს საკითხი კრიტიკულად.
ისტ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია
ამა თუ
იმ ქვეყნის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე
რელიგიის გავლენის ანალიზი.
აქტივობა:
იმისათვის,
რომ საკითხი გაანალიზდეს და გამოიკვეთოს
შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს აქტივობას ბარათების სკივრი . სკივრში მოთავსებული ბარათებიდან რომლებზეც წყაროებში განხილული
მნიშვნელოვანი დეტალებია განთავსებული, მოსწავლებმა წყვილში უნდა გაანალიზონ ის ვერსიები,
რომლებმაც მათი აზრით ევროპელ მმართველებს რელიგიური ომების დაწყებისაკენ უბიძგა.
მოსწავლეები ვერსიებს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ ცხრილში ათავსებენ და კლასს
წარუდგენენ.
|
ბარათების სკივრი
|
წყვილებში
მუშაობა
|
მასწავლებლის
მიერ შემუშავებული ბარათების სკივრი რომელშიც მოთავსებულია ბარათები და აგრეთვე მასწავლებლის მიერ შემუშავებული
ცხრილი.
მოცემული რესურსი ეხმარება მოსწავლეს ვერსიების
ჩამოყალიბებაში , გაანალიზებაში. სქემებზე და რუკებზე მუშაობის უნარ –ჩვევის გამოვლენაში.
საკითხის დაჯამება– გაანალიზებაში.
|
დავალების შესასრულებლად 4 წთ. პრეზენტაციისათვის
5 წთ. სულ 9 წთ.
|
5
|
სიღრმისეული წვდომა
მიზანი:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
განსაზღვროს პრობლემა და მოძებნოს მისი
გადაჭრის გზები
·
გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, გაანალიზოს ფაქტები
და მოვლენები , შეაფასოს საკითხი კრიტიკულად.
·
შეძლოს თანამშრომლობითი უნარების გამოვლენა მუშაობის
პროცესში.
ისტ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია
ამა თუ
იმ ქვეყნის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე
რელიგიის გავლენის ანალიზი.
აქტივობა:
იმისათვის
რომ მოსწავლემ უკეთ შეძლოს შესასწავლი თემის
გაანალიზება მასწავლებელი გამოკვეთილი მიზეზების საფუძველზე , პრობლემის იდენფიცირების
მიზნით კლასს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის დავალებებს ჯგუფური მუშაობის ფონზე. კლასი წინასწარ დაყოფილია თანაბარი სიძლიერის ოთხ ჯგუფათ. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს წინასწარ გამზადებულ ბარათებს, რომელზეც დავალებებია განთავსებული.
დავალებები
შემდეგნაირად გამოიყურება:
I ჯგუფი
შეადარეთ
ერთმანეთს საფრანგეთსა და გერმანიაში მომხდარი
რელიგიური ომები და იმსჯელეთ რომელი მათგანი
იყო უფრო ხანგრძლივი , მასშტაბური და მნიშვნელოვანი ევროპის შემდგომი განვითარებისათვის შეავსეთ ცხრილი.
იხ. დანართი N 2
II ჯგუფი
შეადარეთ
ერთმანეთს მონოთეისტური რელიგიები და შეავსეთ ცხრილი. იხ. დანართი N 3 გაანალიზეთ რელიგიური ომებით
გამოწვეული შედეგები მსოფლიოსათვის დღეს. ახდენს თუ არა გავლენას რელიგია სახელმწიფოს მმართველობის
ფორმებზე.
III ჯგუფი
დაასახელეთ
რელიგიური ომებით მიღებული შედეგები და
იმსჯელეთ 21–ე საუკუნის გადასახედიდან ამ ომების თავიდან აცილების გზებზე
. შეავსეთ ცხრილი. იხ. დანართი N 4
IV ჯგუფი
შეადარეთ
შუა საუკუნეების რელიგიური ომები ოცდამეერთე საუკუნის რელიგიურ პრობლემებს. განსაზღვრეთ მსგავსება განსხვავებები
შეავსეთ დიაგრამა: იხ დანართი N 5
|
სქემებზე და ცხრილებზე მუშაობის მეთოდი.
|
ჯგუფური
მუშაობა
|
მასწავლებლის
მიერ მომზადებული ცხრილები. აღნიშნული
რესურსები ხელს უწყობს მოსწავლეებში პრობლემის გზების ძიებას,
ინფორმაციის დაჯგუფებას, ფაქტებისა და მოვლენების ისტორიულ ინტერპრეტაციას.
|
დავალების შესასრულებლად 6 წთ.
პრეზენტაციისათვის 8 წთ. სულ 14 წთ.
|
6
|
შეჯამება
ჯგუფური
მუშაობის დასრულების შემდეგ , თემის შეჯამების მიზნთ, მასწავლებელი კლასს სთავაზობს
სქემას, სადაც მოსწავლეებმა უნდა მოახდინონ განხილული საკითხის შეჯამება. მოსწავლეები
მიდიან საეთო დასკვნამდე ცხრილში აჯამებენ მიზეზებს, ფაქტებს , და იმ შედეგებს რა
შედეგიც მოუტანა არსებულმა ომებმა მსოფლიოს . აგრეთვე ჯერდებიან პრობლემის გადაჭრის
ერთ მნიშვნელოვან გზაზე და ათავსებენ ცხრილში. საბოლოოდ გამოკვეთავენ მთავარ პრობლემას , მიზეზებს შესაბამისი არგუმენტებით,
და პრობლემის დაგაჭრის ერთ უმთავრეს გზას , რომელსაც შეიძლება ეს რელიგიური ომი თავიდან
აეცილებინა ევროპისათვის. მოსწავლეები გამოიტანენ
დასკვნებს და გამოთქვავენ საკუთარ მოსაზრებებს.
|
სინთეზი,
ფიშბოუნი
|
ინდივიდუალური,
მთელი კლასი
|
მასწავლებლის
მიერ მომზადებული სქემა, რომელიც ხელს უწყობს განხილული საკითხის შეჯამებას და მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის
შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს.
|
6 წთ
|
7
|
საშინაო დავალების მიცემა.
მომდევნო
გაკვეთილისათვის
მოსწავლეებს
მასწავლებელი
სთავაზობს
წარმოადგინონ
ესე
თემაზე
დაუსრულებელი
რელიგიური
პრობლემები.
|
ახსნა განმარტება
|
მთელი
კლასი
|
შერჩეული ტიპის დავალება მოსწავლეებს საშუალებას
აძლევს მოსწავლემ დამოუკიდებელი ნააზრევი თვალსაჩინო გახადოს, გააკეთოს ინდივიდუალური
დასკვნა .
|
1 წთ
|
8
|
შეფასება
|
ახსნა– განმარტება
|
ინდივიდუალური,
მთელი კლასი
|
ინდივიდუალური
ჯგუფური მუშაობის, წყვილებში მუშაობის, პრეზენტაციის შეფასების ცხრილები.
|
4
წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი ესგ– ს შედეგები:
ისტ.XI.4. მოსწავლეს შეუძლია მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და
დროში ცვალებადობის ანალიზი.
ისტ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია
ამა თუ
იმ
ქვეყნის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე
რელიგიის გავლენა.
შეფასების ცხრილები
დანართი N 1
წყვილებში მუშაობის შეფასების ცხრილი
წყვილის
სახელი გვარი:
1..................
2.................
N
|
კრიტერიუმები
|
შესაბამისი ქულა
|
1.
|
მოსაზრებები ჩამოყალიბებულია, წყვილი
ფაქტებს და მოვლენებს აფასებს კრიტიკულად
|
2–1–0
|
2.
|
პრობლემის გამომწვევი მიზეზები
სწორად არის აღქმული წყვილის მიერ
|
2–1–0
|
3.
|
სამუშაო პროცესში წყვილი ერთად იღებს გადაწყვეტილებას.
წყვილებს შორის თანამშრომლობა შესამჩნევია.
|
2–1–0
|
4.
|
პასუხი დასაბუთებული და
არგუმენტირებულია. წყვილი აანალიზებს ფაქტებს რამაც გამოიწვია პრობლემა.
|
2–1–0
|
3.
|
დროის ლიმიტი დაცულია
|
2–1–0
|
დანართი N 2
პრეზენტაციის
შეფასების ცხრილი
პასუხობს თემას
|
1
|
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს განსხვავებულ მოსაზრებებს
და ვერსიებს
|
2
|
ადარებს ფაქტებს და მოვლენებს ერთმანეთს
|
1
|
აფასებს
საკითხს კრიტიკულად
|
1
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
დანართი N 3
განმსაზღვრელი შეფასება
ინდივიდუალური შეფასება
( გაკვეთილის შინაარსიდან
გამომდინარე)
მოსწავლის
გვარი, სახელი
|
|
ფლობს წინარე
ცოდნას და აკავშირებს მასთან ახალ ცოდნას
|
0-1
|
აქვს საკითხის
კრიტიკული განსჯის უნარი, გამოთქვავს ვარაუდებს და მოსაზრებებს
|
0-1
|
მსჯელობს
სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურაში ცვლილებების აუცილებლობაზე.
|
0-1
|
გამოთქვავს
ვარაუდებს სახელმწიფოში მმართველობითი ფორმების
ცვლილებების შესახებ
|
0-1
|
მსჯელობს
რელიგიის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
|
0-1-
|
ასახელებს პრობლემას და სახავს მისი გადაჭრის გზებს
|
0–1
|
აქტიურად
არის ჩართული ჯგუფთან და წყვილთან მუშაობაში
და ავლენს საჭირო უნარ ჩვევას.
|
0-1
|
ახდენს
ფაქტებისა და მოვლენების ისტორიულ ინტერპრეტაციას
|
0-1
|
ადარებს
ერთმანეთს მონოთეისტურ რელიგიებს.
|
0-1
|
იცავს
დროის ლიმიტს
|
0–1
|
ჯამი
შეფასების
სქემა არის 10 ქულიანი
|
10
|
დანართი N 4
ჯგუფური მუშაობის
ცხრილი
მოსწავლის
გვარი, სახელი: 1.
2.
3.
4.
5.
6.
კრიტერიუმები
|
კი
|
ნაწილობრივ
|
არა
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
|||
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
|
|||
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
|
|||
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
|
|||
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
|
|||
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
დანართი N 5
ესეს შეფასების რუბრიკა
მოსწავლის
სახელი გვარი:
1.
2.
3....................
კრიტერიუმები
|
შესაბამისი
ქულა
|
მიზანი, ძირითადი იდეა ჩამოყალიბებულია
|
2–1–0
|
ენობრივად
გამართულია
|
2–1–0
|
შეთავაზებული
მოსაზრებები კრიტიკული არგუმენტებითა და
მაგალითებით გამყარებულია
|
2–1–0
|
აუდიტორიასთან
კონტაქტი დამყარებულია
|
2–1–0
|
დასკვნები
და შეფასებები სწორადაა ფორმულილებული.
|
2–1–0
|
?
|
რელიგიური ომების დაწყების მიზეზები
|
?
|
?
|
?
|
?
|
?
|
?
|
?
|
ბარათების სკივრი. ამოიღეთ სკივრიდან თქვენთვის სავარაუდო ვერსია და
ცხრილში განათავსეთ, რა ფაქტორები უბიძგებდათ ევროპელ მმართველებს რელიგიური ომების
დაწყებისაკენ?
დანართი N 7
I ჯგუფი
მხარეები
|
მიზნები
|
ხანგრძლივობა
|
მაშტაბურობა
|
შედეგი
ევროპისათვის
|
II ჯგუფი
მონოთეისტური
რელიგიები
|
დამახასიათებელი
ნიშანი
|
მიზნები
|
გავლენა
სახელმწიფოს მმართველობის ფორმებზე
|
ბრძოლის
შედეგები თანამედროვე მსოფლიოს გადასახედიდან
|
კათოლიციზმი
|
||||
პროტესტანრიზმი
|
||||
ისლამი
|
||||
ბუდიზმი
|
IIIჯგუფი
თავიდან
აცილების N 1 გზა
|
თავიდან
აცილების N 2 გზა
|
თავიდან
აცილების N 3 გზა
|
|
შედეგი
N 1
|
|||
შედეგი
N 2
|
|||
შედეგი
N3
|
IV ჯგუფი
რელიგიური ომები 21 საუკუნის
რელიგიური პრობლემები
ევროპაში ჯიჰადი
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის რეფლექსია
საგანი: ისტორია
მასწავლებელი : ნათია მეკოკიშვილი
2019 წლის 10 აპრილს სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს
N 2 საჯარო სკოლაში ჩავატარე პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი, თემაზე: კათოლიკობის
განახლება და რელიგიური ომები ევროპაში. გაკვეთილი
ჩატარდა XI კლასში, ( ისტორია 11 კლასი, გამომცემლობა „დიოგენე“ ), კლასში მოსწავლეთა
რაოდენობა შეადგენს 31 მოსწავლეს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრული
გაკვეთილის მიზნები და მისაღწევი შედეგები
შემდეგნაირად გამოიყურება:
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
იმსჯელოს
სახელმწიფოს მმათველობით სტრუქტურაში ცვლილებების
აუცილებლობაზე.
·
გამოთქვას
საკუთარი მოსაზრება, თუ რატომ იყო მმართველობის ესა თუ ის ფორმა
დამახასიათებელი ამა თუ იმ ეპოქისათვის.
·
იმსჯელოს
რელიგიის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში, გამოყოს მონოთეისტური რელიგიების მსგავსება
განსხვავებები.
·
მოახდინოს
ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია.
·
განსაზღვროს
პრობლემა და მოძებნოს მისი გადაჭრის გზები
·
გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, გაანალიზოს ფაქტები
და მოვლენები , შეაფასოს საკითხი კრიტიკულად.
·
შეძლოს თანამშრომლობითი უნარების გამოვლენა მუშაობის
პროცესში.
·
გაიაქტიუროს წინარე ცოდნა.
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი ესგ– ს შედეგები:
ისტ.XI.4. მოსწავლეს შეუძლია მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და
დროში ცვალებადობის ანალიზი.
ისტ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია ამა
თუ იმ ქვეყნის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე
რელიგიის გავლენის ანალიზი.
აღნიშნული თემა თანხვედრაშია
როგორც საგნობრივ სტანდარტთან, ისე სასწავლო პროგრამასთან.
იმისათვის, რომ მოცემული გაკვეთილის მიზანი მიღწევადი
ყოფილიყო, გამოვიყენე მოსწავლეების წინარე ცოდნა და საბაზისო უნარ-ჩვევა. მოსწავლეებს
გააჩნიათ მსჯელობისა და ანალიზის უნარი, შეუძლით გამოავლინონ თანამშრომლობითი უნარები,
აქვთ ცხრილებზე და სქემებზე მუშაობის უნარ– ჩვევა გამომუშავებული, ფლობენ ვიზუალური
მასალიდან ინფორმაციის აღქმის უნარს, აკეთებენ განხილული საკითხის ირგვლივ კომენტარს,
აფასებენ ფაქტებს და მოვლენებს კრიტიკულად.
რაც შეეხება გაკვეთილის აქტუალურობას, რამაც
გადამაწყვეტინა ამ გაკვეთილის ჩატარება, იგი შემდეგში მდგომარეობს. აღნიშნული თემა
არის პრობლემატური საკითხი, რომელიც მრავალმხრივ განსჯასა და შეფასებას მოითხოვს. გარდა
ამისა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ფასეულია სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისათვის.
თემიდან პრობლემის იდენტიფიცირება მაღალ სააზროვნო უნარებზეა გათვლილი, აგრეთვე სკოლაში
ნაკლებია გამოცდილება პრობლემაზე დაფუძვნებული გაკვეთილების ჩატარების პრაქტიკის თვალსაზრისით.
აღნიშნული მიმართულების გაკვეთილი ხელს უწყობს მოსწავლეში ისეთი მნიშვნელოვანი უნარ–ჩვევის
განვითარებას , როგორიც არის კრიტიკული აზროვნების განვითარება, საკითხის არგუმენტირებული
მსჯელობა, ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია.
დაგეგმილი გაკვეთილი მოიცავს
საჭირო რესურსებს და აქტივობებს, აქტივობები მიზნიდან გამომდინარე დავგეგმე;
აქტივობები:
- კითხვა
პასუხი
- წყვილებში
მუშაობა
- ჯგუფური
მუშაობა
- ვიზუალური
მასალიდან ინფორმაციის აღქმა და კრიტიკული შეფასება
- სქემები
- აზრების
სკივრი
შესაბამისად შევარჩიე რესურსებიც.
1.
კომპიუტერი,
2.
პროექტორი,
3.
სლაიდ შოუ
4.
ფიშბოუნი– სქემა
5.
ვენის დიაგრამა
6.
მარკერები
7.
სხვადასხვა ტიპის ცხრილები
8.
წერილობითი წყაროები
9.
შეფასების ცხრილები
გაკვეთილის სცენარი შემდეგნაირად დავგეგმე:
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი. კლასის
ორგანიზების თემის სათაურისა და გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ ( დრო 2 წთ) საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვისა და წინარე
ცოდნის გააქტიურების გათვალისწინებით კლასს მივმართე
შემდეგი კითხვებით: გავიხსენოთ, რას ნიშნავს რელიგიური ომები?
მოსწავლეთა პასუხები აზრობლივ რუკაზე განვათავსე და გავაანალიზე. დრო 2 წუთი.
საკითხის სიღრმისეული წვდომის თვალსაზრისით მოსწავლეებს
შევთავაზე სლაიდ შოუ, სადაც მოვლენები ეპოქის შესაბამისი თანმიმდევრობით იყო განლაგებული,
მოსწავლეები აანალიზებდნენ ეპოქის დამახასიათებელ ფაქტებს და აფასებდნენ კრიტიკულად,
ახდენდნენ ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაციას, იხილავდნენ ომით გამოწვეულ გლობალურ
პრობლემებს. (სლაიდ შოუ იხილეთ გაკვეთილის
გეგმაში). მოსწავლეთა პასუხებს ვუკეთებდი შესაბამის კომენტარებს. დრო 7 წუთი.
იმისათვის, რომ საკითხის გაანალიზების
დროს მოსწავლეები ჩასწვდომოდნენ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს , კლასს შევთავაზე აქტივობა
ბარათების სკივრი. სკივრში მოთავსებული წყაროების ამონარიდების საშუალებით, მოსწავლეებს
წყვილში უნდა გაეანალიზებინათ ის ვერსიები, რომლებმაც მათი აზრით ევროპელ მმართველებს
რელიგიური ომების დაწყებისაკენ უბიძგებდათ, მოსწავლეთა გაანალიზებული პასუხები სპეციალურად
გამზადებულ სქემაში განთავსდა და გაუკეთდა შესაბამისი ინტერპრეტაცია თავად მოსწავლეების
მხრიდან. დრო დავალების შესასრულებლად 4 წუთი,
პრეზენტაციისათვის 5 წუთი, სულ 9 წუთი.
გამოვლენილი მიზეზების გაანალიზების
და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების თვალსაზრისით
კლასს შევთავაზე ჯგუფური მუშაობა. კლასი წინასწარ დაყოფილი იყო თანაბარი სიძლიერის
ოთხ ჯგუფად ( გაკვეთილს დაესწრო 24 მოსწავლე). თითოეულ ჯგუფს დავალებად მივეცი სხვადასხვა ფორმის აქტივობის გაანალიზება,
რომლებიც ითხოვდა სიღრმისეულ ანალიზსს პრობლემის როგორც იდენტიფიცირების ისე გადაჭრის
გზების ძიების შესახებ, ( დავალების ტიპები იხილეთ გაკვეთილის გეგმაში) დავალების შესრულებას
დაეთმო 6 წუთი პრეზენტაციას თითო ჯგუფს –
2 წუთი, სულ ( 14 წუთი).
გაკვეთილის მესამე ნაწილი სინთეზსს დაეთმო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობის გამოყენებით
მოხდა საკითხის შეჯამება და საბოლოო შეფასება.
გაკვეთილის შესაჯამებლად გამოვიყენე სქემა ფიშბოუნი, სადაც მოსწავლეებს საბოლოო დასკვნა
უნდა გაეკეთებინად და გამოეყოთ თითო ძირითადი
მიმართულება თუ რომელი პრობლემა რომელი მიზეზი, რომელი არგუმენტი და საბოლოო შედეგი
მიაჩნდათ რელიგიური ომებთან დამაკავშირებელ მოვლენებად. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი
მოსაზრებები , მოიყვანეს არგუმენტები , გამოიტანეს დასკვნა.
მოსწავლეებს გაკვეთილის ბოლოს მივეცი დავალება,
მომდევნო გაკვეთილისათვის უნდა წარმოედგინათ ესე თემაზე, „დაუსრულებელი რელიგიური ომები“.
დავალებასთან დაკავშირებით კლასს მივეცი მითითებები. დრო 1 წუთი.
აქტივობების
დასრულების შემდეგ კლასი შევაფასე პრეზენტაციის,
ჯგუფური მუშაობის, წყვილებში მუშაობის და ინდივიდუალური
შეფასების ცხრილების საშუალებით. მოსწავლეებს შეფასებას კონკრეტული აქტივობის დასრულების
დროსაც ვაძლევდი, და კონკრეტულ კრიტერიუმთან დაკავშირებით ვაკეთებდი შესაბამის კომენტარს.
( შეფასების ცხრილები იხილეთ გაკვეთილის გეგმაში).
განხორციელებული აქტივობებიდან კლასისათვის განსაკუთრებით
წარმატებული აღმოჩნდა აქტივობა აზრების სკივრი და ფიშბოუნი. აღნიშნული აქტივობები მოსწავლეების
მხრიდან მოითხოვს, როგორც მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისე საკითხის
კრიტიკულ შეფასებას, აგრეთვე პრობლემის იდენთიფიცირებას და გადაჭრის გზების ძიებას,
ყოველივე ეს კი მოითხოვს მოსწავლის მხრიდან მაღალი სააზროვნო უნარების გამოვლენას.
მოსწავლე მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში არის აქტიურად ჩართული საგაკვეთილო
პროცესში და აზროვნებს დამოუკიდებლად.
გაკვეთილის გეგმიდან გამომდინარე
არც ერთი აქტივობის სახეცვლილებას ან გადაადგილებას ადგილი არ ჰქონია . გაკვეთილი გეგმის
შესაბამისად წარიმართა. დაგეგმილი აქტივობების
თანმიმდევრული განხორციელება პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მოსწავლეები ფლობენ,
როგორც ვიზუალური მასალიდან ინფორმაციის აღქმას ისე სქემებზე და ცხრილებზე მუშაობის
უნარჩვევას, მოსწავლეებში აღნიშნული უნარ – ჩვევის არსებობა საგაკვეთილო პროცესს გეგმის
მიხედვით თანმიმდევრულს და შედეგზე ორიენტირებულს
ხდის.
მიზანი, რომელიც ესგ– ს სტანდარტზე
დაყრდნობით დავსახე , ვთვლი, რომ მიღწევადი
აღმოჩნდა . მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ მიზნებს დაგეგმილი აქტივობების ფონზე მიაღწიეს,
დაგეგმილი
გაკვეთილი იყო სიახლე თავისი აქტივობებით, აღნიშნულ გაკვეთილში გამოვიყენე ეფექტური მეთოდები , რომლებმაც მოსწავლეებს გაუადვილათ
შედეგზე გასვლა და ესგ მოთხოვნების სიღრმისეული განხორციელება. გაკვეთილში გამოყენებული მეთოდები კოლეგებს შესაძლებლობას
მისცემს არა მარტო გაიღრმავონ გამოცდილება
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარების მხრივ, არამედ ხელი შეუწყონ
საგაკვეთილო პრაქტიკაში შედეგზე ორიენტირებული აქტივობის დანერგვას. სახალისო და მოსწავლის საჭიროებაზე ორიენტირებული
სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას. აღნიშნული ტიპის მსგავსი გაკვეთილების ჩატარება ხელს
შეუწყობს სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და
აუცილებელია– კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოსწავლეს უყალიბდება დამოუკიდებელი
აზროვნება, მასწავლებელი კი ხდება შემოქმედი სიახლის დანერგვის საქმეში .
ყოველი გაკვეთილის გაანალიზება საშუალებას მაძლევს
აღმოვაჩინო ის ნაკლოვანება , რომლის გამოსწორება საშუალებას მომცემს სასწავლო პროცესი
უფრო ეფექტური და მოსწავლის ინტერესზე მორგებული გავხადო. ამჯერადაც საყურადღებო აღმოჩნდა
ჯგუფური მუშაობა. ჩემ მიერ შეთავაზებულმა დავალებებმა მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა
აქტიური ჩართულობა გამოიწვია, მაგრამ ჩემთვის თვალში საცემი, შესასრულებელი სამუშაოს
დროის ფაქტორი აღმოჩნდა. სქემების შევსება ორმა ჯგუფმა ნაწილობრივ მოასწრო , თუმცა
ზეპირი პრეზენტაცია სრულყოფილად განახორციელეს, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა მოსწავლეებისათვის
დროის ფაქტორი უფრო მეტად გამეზარდა, რათა მოსწავლეებს შესაძებლობა მისცემოდათ დავალების
სრულყოფილი წარმოდგენის. სამომავლოდ გავითვალისწინებ ამგვარი ტიპის დავალებები უფრო
მეტ დროში გადავანაწილო და მოსწავლეებს შესაძლებლობა მივცე საკუთარი შესაძლებლობები
ბოლომდე გამოავლინონ. სხვა შემთხვევაში ანალოგიური
ტიპის გაკვეთილის დაგეგმვის დროს ძირეულ ცვლილებებს არ მოვახდენ მეტ ყურადღებას დროის
ფაქტორზე გავამახვილებ. გაკვეთილი ნამდვილად შედეგზე ორიენტირებული აღმოჩნდა რაც თავისთავად
დადასტურდა შესრულებული აქტივობების განხორციელების ხარისხზე.
გაკვეთილის დაგეგმვის დროს გამოვიყენე
შემდეგი ლიტერატურა:
1.
ისტორია 11 კლასი, მოსწავლის სახელმძღვანელო, გამომცემლობა
„ დიოგენე“
3.
ინტერნეტში გავრცელებული ვიზუალური მასალა
4.
ლობჟანიძე ს. მ. ფირჩხაძე, მ. რატიანი, ნ. ლომიძე, ნ. ჭიაბრიშვილი, რ. თედორაძე, მასწავლებლის წიგნი, ინტერაქტიული
მეთოდები პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,
2016 წელი.
5.
ჯანაშია ს. მ. რატიანი, თ. ბერძენიშვილი, შ. საძაგლიშვილი, როგორ ვასწავლოთ
მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, თბილისი 2007 წელი.
14. 05. 2019
ნ. მეკოკიშვილი
გთხოვთ იხილოთ ლინკები სადაც მრავალ საინტეწრესო მეთოდს ნახავთ:
1. გაკვეთილი N3 https://drive.google.com/file/d/18tDxevWGIlr3p5FlzKrGXW0epDPzrvsM/view?usp=sharing
რეფლექსია : https://drive.google.com/file/d/1CfinS3BxV76nLZB9VDJHKWmUYh29nwxK/view?usp=sharing
1. გაკვეთილი N3 https://drive.google.com/file/d/18tDxevWGIlr3p5FlzKrGXW0epDPzrvsM/view?usp=sharing
რეფლექსია : https://drive.google.com/file/d/1CfinS3BxV76nLZB9VDJHKWmUYh29nwxK/view?usp=sharing
.
No comments:
Post a Comment