კოლეგებთან თანამშრომლობა

      კოლეგებთან თანამშრომლობა წარმოადგენს სასკოლო ცხოვრების ერთერთ უმნიშვნელოვანეს აქტივობას, რომელზედაც დამოკიდებულია , როგორც თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება , ისე მოსწავლის სწავლების ხარისხის გაზრდა და სასწავლო პროცესის ხალისიანი წარმართვა. სწორედ კოლეგებთან თანამშშრომლობის საფუძველზე ხდება თანამედროვე მიდგომებისა და 21 – ე საუკუნის უნარ ჩვევის განვითარება.
  კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები მრავალ სიახლეს და სასწავლო პროცესის ეფექტური წარმართვის შესაძლებლობას იძლევა, რადგან სწორედ იქ ხორციელდება დისკუსიის საშუალებით საკუთარი პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებული აქტივობები. 


                                       კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა  
                                          ( მოკლე მიმოხილვა)

შეხვედრის ორგანიზატორი:  ნათია მეკოკიშვილი
საგანი : ისტორია
სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს N 2 საჯარო სკოლა
შეხვედრების ციკლი:  3 შეხვედრა.
თარიღი:  29.01.2019 - 7.02.2019 - 15.02.2019
თემა/თემები:  დისკუსიის  ეფექტური მეთოდების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
N
კრიტერიუმები
                           შინაარსი

1.
შეხვედრის მიზანი
·         დისკუსიების, როგორც ეფექტური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა და მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა დაგეგმილი აქტივობების საფუძველზე .
·         საკუთარი პრაქტიკის გაზიარების მიზნით ეფექტური მეთოდების დანერგვის  ხელშეწყობის გაცნობა.
·         ეფექტური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა და  შედეგების გაზიარება.

2.
შეხვედრის აქტუალობა
                   საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწავლა სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებას. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიური ჩართვისა და შედეგზე ორიენტირებული სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, აგრეთვე ეროვნული სასწავლო გეგმის  მოთხოვნების გათვალისწინებით და მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი აქტივობების დანერგვის მიზნით განვახორციელე კოლეგებთან შეხვედრა, შეხვედრაზე განვიხილეთ დისკუსიის ეფექტური მეთოდები, დისკუსიები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ხელს უწყობს მოსწავლეში მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას, საკითხის კრიტიკულ შეფასებას, ფაქტებისა და მოვლენების ისტორიულ ინტერპრეტაციას, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, ამავე დროს საგაკვეთილო პროცესში ნაკლებია დისკუსიის სხვადასხვა ფორმის გამოყენება, ნაკლებია საგაკვეთილო პრაქტიკა და გაკვეთილზე დისკუსიის ტექნიკის დანერგავა, ამავე დროს პედაგოგებისათვის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს ამგვარი მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა და საგაკვეთილო პროცესის საინტერესო ფორმით წარმართვა. დისკუსიის ეფექტური სტრატეგიების პრაქტიკის გაზიარება.
                



                         

3.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხების განსაზღვრა
                            შეხვედრა N 1

სხვადასსხვა ფორმის  დისკუსიების გამოყენება სასწავლო პროცესში , როგორც ეფექტური მეთოდი სწავლა სწავლების  ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით – მოხსენება.

·         დისკუსიის არსის გაცნობა.
·         დისკუსიის მეთოდის  სხვადასხვა ფორმების გაცნობა.
·         დისკუსიის როგორც მეთოდის ეფექტურობის განსაზღვრა საგაკვეთილო პროცესში.
·         კითხვა– პასუხი მიწოდებული ინფორმაციის სიღრმისეული ანალიზის თვალსაზრისით.

შეხვედრა N 2

დისკუსიის ფორმების – „მრგვალი მაგიდა“, „ დისკუსია ესტაფეტა“ და „ ჯვარედინი დისკუსია“  პრაქტიკაში დანერგვის და სხვადასხვა თემაზე მორგების  გზების გაზიარება. საკუთარი პრაქტიკის გაზიარებიას მიზნით. აღნიშნული დისკუსიის ფორმებთან დაკავშირებით გაკვეთილის გეგმების შედგენა.  

·         სხვადასხვა საგნის მაგალითზე თემატური განხილვა და დისკუსიის მეთოდის მორგების პრაქტიკის გაზიარება.
·         კონკრეტული თემატიკის გათვალისწინებით დისკუსიის მეთოდის გამოყენებით გაკვეთილის გეგმის შედგენა.


                      შეხვედრა N 3

ეფექტური მეთოდების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის წარმართვა და დანერგილი მეთოდის  შედეგების გაზიარება , პრეზენტაცია.

·         ეფექტური მეთოდების დანერგვა და საკუთარი პრაქტიკის გაზიარება .
·         დაგეგმილი გაკვეთილის განხორციელების შედეგების გაანალიზება და კოლეგიალური უკუკავშირი.
·         დანერგილი მეთოდის ეფექტურობის ხარისხის განსაზღვრა საგაკვეთილო პროცესში.
·         მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარის განსაზღვრა – შეფასება.



4.
მისაღწევი შედეგები
პედაგოგები გაეცნენ დისკუსიის არსს, გაეცნენ სხვადასხვა ფორმის დისგუსიის მეთოდებს,  შეისწავლეს დისკუსიის, როგორც  მეთოდის პაქტიკაში დანერგვის  ეფექტური გზები, დაგეგმეს გაკვეთილები კოლეგიალური პრაქტიკის გაზიარების მიხედვით, ჩაატარეს გაკვეთილი დაგეგმილი აქტივობის გამოყენებით  და ერთმანეთს გაუზიარეს ჩატარებული გაკვეთილის შედეგები თანამშრომლობითი პრინციპის საფუძველზე.


   














No comments:

Post a Comment